ვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ Bobo Tv-ის ეთერში "ინტერის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნერაძური" სერია A-ს საუკეთესო გუნდია.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია. სერია A-ში ისეთი ფეხბურთელები არავის ჰყავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო და ლაუტარო მარტინესი არიან. "ნერაძურის" ძლიერი სათადარიგოთა სკამიც ჰყავს, მათგან ბევრად მეტს ველოდები.

"ინტერს" ამ წელს არც ერთი თამაში არ უნდა წაეგო, ბევრი ქულა დაკარგეს. მიუხედავად ამისა, "ნერაძური" საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ "ნაპოლისგან" ასე შორს არ იყოს" - განაცხადა ვიერიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ინტერი" კი 47 ქულით მეორე ადგილზეა.

alt"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან

altკრისტიან ვიერი: თავდამსხმელი რომ იყო, საკმარისია, "ინსტაგრამი" კარგად მართო

მკითხველის კომენტარები / 23 /
კრისტიან, ამას იმიტომ იძახი, რომ ნაპოლიმ მასთან შეხვედრა წააგო?
იცი რატომ წააგო? იმიტომ რომ ხვიჩა ფორმაში არ იყო... ნეაპოლში კი მილანელებს ჭკუას ასწავლის ნაპოლი და მერე ვნახოთ თუ როგორ აზრზე იქნები!
ლაშა
01 მარტი 2023 11:34
0
ლაშა,უბრალოდ,სიყვარულია ბრმა!უყვარს ინტერი და მთელ ქვეყანას ურჩევნია.ჩვენც ასე არა ვართ?ვაგინებთ ჩვენ გუნდებს,მაგრამ ისევ მაგათი გამარჯვებების იმედით ვცოცხლობთ.
სოსო
01 მარტი 2023 11:56
1
ფორმაში არყოფნაში თუ ის იგულისხმება, რომ ფეხებში ურტყამდნენ და მსაჯი ამაზე თვალს უსინდისოდ ხუჭავდა, მაშინ არ ვიცი.
რატი
01 მარტი 2023 20:35
0
კრისტიან,ძამა,რაც შენ მთელი კარიერის მანძილზე იხლაფორთე, კვარამ სადებიუტო სეზონში შეძლო და რავიცი ...
ALONZO
01 მარტი 2023 12:25
3
იმედია ვიერის პოკერის თამაში უკეთესად გამოსდის ვიდრე საფეხბურთო ანალიტიკა)))
ირაკლი
01 მარტი 2023 13:41
0
გვეწყინა! ვინც არის საუკეთესო - ფაქტები ღაღადებს. ისე ლუკაკუ რაგბიში უფრო გამოდგებოდა. ჯეკო ძლივსღა დაათრევს ფეხებს. ეს ის ჯეკო არ არის საქართველოზე, რომ სთქვა ,,ყველამ ისწავლა ფეხბურთიო". მარტო მაგისთვის უნდა გაუკეთო მაგას ის, რაც გაუკეთა მარიო რუიმ ემპოლის ფეხბურთელს. ვიერი კი დაჯდეს პალმის ქვეშ და ზღაპრები უკითხოს შვილიშვილებს ,,ბარმალეიზე"
mvx
01 მარტი 2023 16:12
0
უბრალოდ ნაპოლის შემდეგ გამორჩა:)
მოსეხონელი
01 მარტი 2023 16:08
0
ქრისტიან ვიერის კარიერის საუკეთესო წლები და უდიდესი ნაწილი "ინტერში" აქვს გატარებული. შესაბამისად, ბოლომდე ობიექტური ვერ იქნება. ისე კი, როცა ამბობს, "ნაპოლისთან" ეგრე დიდი ჩამორჩენა არ უნდა ჰქონდესო, აღიარებს, რომ "ინტერი" მაინც მეორეა. თუ თვლის, რომ ინტერი საუკეთესოა, იტყოდა, პირველზე უნდა იყოსო. ჩამორჩენა დიდია, თუ მცირე, მაინც ჩამორჩენაა.
ვაჟა
01 მარტი 2023 12:58
0
ვიერიმთავისი საუკეთესო თვისებები მისი კარიერის მიწურულს გამოავლინა,ნაპოლის სიძლიერის აღიარებაც ასევე გვიან მოუწევს.არ მიკვირს მისი მიკერძოებული კომენტარიც.მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ინტერის თამაშებს უყურებს.
ლერი
01 მარტი 2023 13:09
2
Eh vieri vierii...eg romeli lautaro msoflioze erti golic rom ver sheagdo? An romeli lukaku ganatxovrebit rom tamashobs intershi da tanac kvartalshi ertxel? an romeli jeko babuachemis paralelur klashi rom iko? Gulze xeli daide da agiare, rac ar unda gikvardes kofili gundi dges sxva mefobs da ara marto italishi...
Givi
01 მარტი 2023 12:25
1
კრისტიან ვიერი ეგ დრო წარსულს ჩაბარდა,ახლა ნაპოლის დროა დამდგარი და კიდევ დიდხანს იქნება,მანამ სანამ ხვიჩას არ მობეზრდება!!!
ზაზა
01 მარტი 2023 16:07
0
კი საუკეთესო გუნდია, ხორცათა ანუ სუფთა წონითა, მარტო ლუკაკუ იწონის იმდენს რამდენსაც ნახევარი ნაპოლი.დდდ
ეეე
01 მარტი 2023 22:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული