"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "მილანმა" შეიძლება ზაფხულში "ბოლონიას" 34 წლის თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი 5 მილიონ ევროდ შეიძინოს.
41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მილანთან" კონტრაქტი უმთავრდება. არაა გამორიცხული, გუნდი დივოკ ორიგიმ და ანტე რებიჩმა დატოვონ და არნაუტოვიჩის დამატება ამიტომ სჭირდებათ.
ამ სეზონში სერია A-ს 16 მატჩში ავსტრიელმა 8 გოლი გაიტანა და რიკარდო ორსოლინისთან ერთად გუნდის ბომბარდირია.