"ნაპოლი" "აინტრახტის" ნახევარმცველის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, იაპონელი ნახევარმცველი დაიჩი კამადა "აინტრახტთან" ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გააგრძელებს და მის გადაბირებას "ნაპოლი" შეეცდება.

გამოცემა იტყობინება, რომ კამადას "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება, ჩემპიონთა ლიგაზე მათ გუნდთან შეხვედრების შემდეგ ტრანსფერის განხორციელება საბოლოოდ გადაწყვიტეს და უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კამადა წლიურ გასამრჯელოდ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მზადაა 3.5 მილიონი გადაუხადოს.

იაპონელმა მიმდინარე სეზონში ფრანკფურტულ გუნდში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5
საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინმე (არ ვაკნინებ, კვარას ცნობადობასთან შედერებისთვის ვწერ ასე) კამადა 4,5 მლნ-ს ითხოვს, აურელიო 3,4 სთავაზობს. ხვიჩას კიდევ 2,5 ბონუსებიანად. ან ეს ყველაფერი მხოლოდ ყვითელი პრესის ჭორებია, ან კიდევ დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე!
Irakli
18:32 11-05-2023
1
ხვიჩა შეეშვი ნაპოლის და ლივერპულში გადადი კლოპთან.იქაც ძირითადში იქნები,უფრო დაგაფასებენ და ხელფასიც ღირსეული გექნება.(თუ ლაუტაროს და ჯუღელს შორის რამე მოლაპარაკება არ არის.მაშინ ბოდიში)
ნუკრი
17:28 12-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული