დე ლაურენტისმა სპალეტი ხაფანგში გამოამწყვდია - "ნაპოლიდან" წასვლით სერიოზულად დაზარალდება

AutoSharing Option
სკუდეტოს მოპოვების შემდეგ "ნაპოლიდან" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესაძლო წასვლა მართლაც დიდი მოულოდნელობა იქნება. ტოსკანელი სპეციალისტის უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში  შედარებით დაბალი ხელფასი. მისი სეზონური გასამრჯელო 2.8 მილიონი ევროა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 3.5 მილიონს დაჰპირდა. ცნობისათვის, "იუვენტუსში" მასიმილიანო ალეგრი 6.1 მილიონს იღებს.

ლუჩანოს აგრეთვე სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის "იუვეში" სავარაუდო გადაბარგება და შემადგენლობის საკითხი ადარდებს, რომელიც არაა გამორიცხული, არათუ გაძლიერდეს, არამედ უფრო დასუსტდეს და ეს იმ დროს, როდესაც გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გააჩნიათ, რაც სეზონის ბოლოს ნათლად
წარმოჩნდა. თუ მისი გადმოსახედიდან განვსაზღვრავთ, ნეაპოლიდან აბარგება დიდების ზენიტში უჯობს, მაგრამ დე ლაურენტისის დაგებულ ხაფანგს ასე ადვილად ვერ დაუსხლტება.

"ნაპოლის" მფლობელმა ერთხელ აღიარა, რომ კონტრაქტების შედგენა და ტრანსფერების განხორციელება შეუძლია. როდესაც პსჟ-ს ედინსონ კავანი 70 მილიონ ევროდ მიჰყიდა, უხაროდა და იძახდა, ეს რა მაგარი გარიგება გავახერხეო. ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 10 მილიონად ჩაიგდო ხელში და ახლა მისი ფასი ლამის 100 მილიონია. აურელიო ბიზნესმენი უფროა, ვიდრე სპორტული ხელმძღვანელი.

"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინებოდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სპალეტის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა და ერთი წლით უმუშევრად დარჩენა მოუწევს. რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო თანხის ოდენობას ამხელს - 8 მილიონი. "ნაპოლიში" მოღვაწეობის ორწლიან პერიოდში მას 6 მილიონიც არ გამოუმუშავებია და თუ კონტრაქტს დაარღვევს, გამოდის, რომ ეს პერიოდი სულ ტყუილად იმუშავა და თანაც, კიდევ ერთი სეზონი იუქმებს. მოკლედ, ფინანსურად სერიოზულად დაზარალდება.

ამიტომაა დე ლაურენტისი მშვიდად, კვარაცხელიასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს, ხოლო სპალეტის ისეთი ხაფანგი დაუგო, ძნელად წარმოსადგენია თავი დააღწიოს. გეხსომებათ უთუოდ, გასული წლის ზაფხულში ლუჩანო კალიდუ კულიბალის გასხვისებისას კლუბის დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა დე ლაურენტისმა ის "ჩელსის" 40 მილიონად მიჰყიდა. სპალეტის კი სხვა რა გზა ჰქონდა, მოითმინა და მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. საინტერესოა, ძალიან საინტერესო, რას იზამს ამჯერად, თუ უბრალოდ თავს იზღვევს, რათა შემდეგში წარუმატებლობის შემთხვევაში, სათქმელი ჰქონდეს და ყველაფერი თავის "ბოსს" დააბრალოს. ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 10 /
Xvichac igive xafangshia didi albatobit. Daweron gamosasyidi tanxa ramdenia. Jugheli fuls shoulobs levad eg faqtia. Xvicha unda gadavides napolidan, es gundi ferafers moigebs shemdeg wels. Kvaras shemoqmedebiti unari daiklebs spaletis xelshi. Vinme seriozul mwvrtneltan xvicha oqros burts moigebs.
Dato
20:46 19-05-2023
4
მორჩით კომუნისტობას- ბიზნესი თუ არ აკეთა საიდან მართოს გუნდი ჭაღარა წვეროსნების ობშჩიაკიდან?
ხვიჩა რა ხაფანგშია-სკამზე უზის და არც უშვებს?(წიტაიშვილი მახსენდება)
ბიჭმა სკუდეტო მოიგო და ლიგის ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
თუ რეალს და სიტის უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი,თუ ძალიანაც არ უნდათ 30მილიონად და სკამის შესავსებად გემეტებათ?
გადაიხადონ 100 მილიონი,წაიყვანონ და მერე ათამაშებენ- რამდენი გაგახსენოთ ასე წარმოჩენილი ფეხბურთელი,
ლუკა იოვიჩი რა მაგარი იყო რეალამდე,ანაც მაჰრეზი ლესტერში.
მოკლედ საუკუნეები უნდა კომუნისტების ჩადებული ფსიქოლოგიის შეცვლას-
"იმას თუ აქვს ცუდი კაცია" პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და ა.შ.
Levani
01:29 20-05-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული