ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ "იუვენტუსს" 10 ქულა ჩამოაკლო.
"იუვე" აქამდე 69 ქულით მეორე ადგილზე იყო, ახლა კი 59 ქულით მეშვიდეზეა და სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულა აშორებს.
ადრე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს, რის შემდეგაც ახალი მტკიცებულებების გამო გამოძიება განახლდა.