დე ლაურენტისმა "ნაპოლის" მწვრთნელობა მანჩინის შესთავაზა

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი" სერია A-ს ბოლო ტურში "სამპდორიას" უმასპინძლებს და გუნდს მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაემშვიდობება.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, ნეაპოლურ გუნდს სათავეში იტალიის ნაკრების თავკაცი რობერტო მანჩინი ჩაუდგეს.

გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მანჩინის ესაუბრა და გუნდის გეგმები და ამოცანები გააცნო.

იტალიის ნაკრებს ივნისში ესპანეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები აქვს ჩასატარებელი და შეიძლება მანჩინიმ "ნაპოლი" ამ შეხვედრების შემდეგ ჩაიბაროს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ჯერ-ჯერობით არ დამკავშირებია.
ამო
04 ივნისი 2023 19:14
4
აბსოლუტურად. დიდებული იქნება
1
05 ივნისი 2023 07:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული