29 წლის საყრდენი ნახევარმცველი გვიდო როდრიგესი შეიძლება "ბეტისიდან" "ნაპოლიში" გადავიდეს.
Calciomercato-ს ცნობით, არგენტინელი სევილიურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და კლუბს უნდა, 15 მილიონ ევროდ ახლავე გაყიდოს.
გვიდოს შეძენა გასული წლის ზაფხულში "მანჩესტერმა" ვერ შეძლო, ამჟამად კი მის გადაბირებას "ბარსელონა", "მილანი" და "ნაპოლი" ცდილობენ.
როდრიგესი "რივერ პლეიტის" აღზრდილია, 2020 წელს "ბეტისმა" მექსიკის "ამერიკასგან" 9 მილიონად შეიძინა, ნაკრებში 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.