"ნიმის" მწვრთნელი ფრედერიკ ბომპარი დარწმუნებულია, რომ "ნაპოლი" რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
"ცხოვრებაში იმას მიიღებ, რასაც იმსახურებ. რუდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვინმეს შეიძლება მისი "ნაპოლის" თავკაცად დანიშვნა გაუკვირდა, მაგრამ მე - არა.
როდესაც გავიგე, სპალეტი მიდიოდა, ვიფიქრე, "ნაპოლის" პრეზიდენტს შეიძლებოდა გარსია მიეწვია. რუდი მას ყოველთვის მოსწონდა, თანამშრომლობა გარდაუვალი იყო.
რუდის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მგონია, ახლა შეუძლია ამას მიაღწიოს. რაღაც მკარნახობს, რომ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
საფრანგეთში რეპუტაცია "მარსელში" ბოლო სეზონის გამო გაუუარესდა, მაგრამ გუნდი ევროპა
ლიგის ფინალში გაიყვანა და "ლილთან" ერთად დუბლი შეასრულა. უნდა გახსოვდეს, ვინაა რუდი გარსია.
იტალიაში ყოველთვის პოპულარული იყო. ჩვენი "რომა" ორჯერ მეორე ადგილზე გავიდა, პირველი სეზონის დასაწყისში ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვა", - განუცხადა ბომპარმა "ეკიპს".
ბომპარი "რომაში" რუდი გარსიას ასისტენტი იყო. "ნიმი" ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა.
ბომპარი "რომაში" რუდი გარსიას ასისტენტი იყო. "ნიმი" ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდა.