კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ 36 წლის უკანახაზელს შეუთვალა, რომ შეუძლია ახალი სამსახური იპოვოს.
ბონუჩი სეზონურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ეს "ვეკია სინიორას" სტანდარტებით ძალიან მაღალი ანაზღაურებაა.
საინტერესოა, რომ ლეონარდო შესაძლოა, სერია B-ში აღმოჩნდეს და "სამპდორიაში" გადაბარგდეს, რომელიც გასულ წელს კალჩოდან დაქვეითდა და ახლა გამოცდილ ფეხბურთელებს ეძებს, რათა ელიტაში აღზევდეს. გენუელებს სათავეში ანდრეა პირლო ჩაუდგათ.