"ნაპოლიმ" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე შეიძინა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "ბარისგან" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ელია კაპრილე 7 მილიონ ევროდ შეიძინა.

Goal-ის ცნობით, ამ თანხის 20% "ლიდსმა" უნდა მიიღოს. ნეაპოლურმა კლუბმა 21 წლის კაპრილე ერთსეზონიანი იჯარით "ემპოლიში" გაუშვა.

გასულ სეზონში მან იტალიის მეორე ლიგაში ჩატარებული 41 მატჩიდან 15-ში კარი მშრალად შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული