იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ გუშინ გვიან ღამით ნაკრების მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა.
მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და ეროვნული გუნდი მისი ხელმძღვანელობით 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ადრე "მანჩესტერ სიტის", "გალათასარაის" და "ზენიტის" თავკაცი იყო.
"სკუადრა აძურაში" მანჩინის შემცვლელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.