სპალეტის იტალიის ნაკრები შეუძლია ჩაიბაროს, მაგრამ პრობლემა აქვს

AutoSharing Option
13 აგვისტოს იტალიის ნაკრები მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დატოვა, რომელსაც საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის ჩაბარება და წლიურ გასამრჯელოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მანჩინის შემცვლელის ძებნას შეუდგა და Ansa-ს ცნობით, ორი მთავარი კანდიდატი შეარჩია - ანტონიო კონტე და ლუჩანო სპალეტი. თუმცა სპალეტის ერთი პრობლემა აქვს: თუ "ნაპოლიდან" აბარგებიდან ერთი წლის განმავლობაში სხვაგან დაიწყებს მუშაობას, ნეაპოლური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამიტომ თქვა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომ ლუჩანო შემოქმედებით შვებულებაში იმყოფება.

აგრეთვე განიხილება ფაბიო კანავაროს, დანიელე დე როსის და მასიმილიანო
ალეგრის კანდიდატურები.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ეროვნული გუნდის ინტერესებს დასჭირდება, ლაურენტისი ისე გაუშვებს სიმბოლური კომპენსაციით, როგორც დაგიბარებია.
გივი
14:03 14-08-2023
0
კაი რა თუ ძმა ხარ, რომელ ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკომ ტიპმა(მანჩინიმ) ფულის გამო იტალიის ნაკრები დატოვა და საუდის არაბეთისაში გაიქცა.დ
გივის
16:12 14-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული