"ასეთ ბინძურ ჭორებს არ ვიმსახურებ" - მანჩინიმ საუდის არაბეთი უარყო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Corriere dello Sport-თან საუბარში უარყო ინფორმაცია, რომ მისი "სკუადრა აძურადან" წასვლა საუდის არაბეთში გადასვლას უკავშირდება.

როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, ასეთ ბინძურ ჭორებს არ იმსახურებს და საუდის არაბეთის კლუბებთან საერთო არაფერი აკავშირებს.

მოგეხსენებათ, მანჩინიმ იტალიის ნაკრები 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ვაკანტურ პოსტს, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დაიკავებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მენატრება ლიპის იტალია
მირიანი
22:55 16-08-2023
0
შედეგები სამუდამოდ რჩება ისტორიას და მას ვეღარავინ შეცვლის ვერასოდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სპალეტის ყარაულის თოფივით გაუვარდა ნაპოლის ჩემპიონობა ლიდერების წაფორხილების ფო ზე, ისევე როგორც რანიერის ლესტერის ჩემპიონობა, მგონი არცერთს არ აქვს მეტი მედალი, ასე რომ ვთვლი სპალეტის დანიშვნა სისულელე იქნება იტალიის ნაკრებში, აი ანტონიო კონტე კი მაღალი დონის სპეციალისტია და, თანაც ნამუშევარი აქვს იტალიის ნაკრებში.
Juve
02:42 16-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული