სპალეტის იტალიის ნაკრებში წარმატებული დებიუტი არ გამოუვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ჯგუფში, მეხუთე ტურში იტალია გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა - 1:1.

იტალია შესვენების შემდეგ იმობილემ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოდან ბარდიმ გაიტანა.

სტუმართა გუნდს პირველად უხელმძღვანელა სპალეტიმ, რომელმაც „ნაპოლიში“ თავისი ყოფილი შეგირდები დი ლორენცო და პოლიტანო სასტარტოში დააყენა, თუმცა ამ უკანასკნელმა ცუდად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. რაც შეეხება მათ თანაგუნდელებს, რასპადორი 89-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო მერეტი სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ელმასმა.

ამ ჯგუფში 13 ქულით ლიდერი ინგლისია, უკრაინა 7 ქულით
მეორე ადგილზეა, იტალიას და ჩრდილოეთ მაკედონიას 4-4 ქულა აქვთ, მალტა კი უქულოდაა. აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურას" 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 12 სექტემბერს მილანში უკრაინას დაუხვდება, რომელიც ინგლისს დაუზავდა (1:1)

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - იტალია 1:1
გოლები: 0:1 იმობილე (47), 1:1 ბარდი (82)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კიეზა ისევ ტრამვირებულია?
ტტტ
10 სექტემბერი 2023 13:09
0
შარვალ კოსტუმის და გალსტუკის ბრალია. პიჟამოებით სკუდეტო მოიგო.
ქუთაისი
10 სექტემბერი 2023 12:02
1
სპალეტი არ ვიცი მაგრამ ბოლო წლებში იტალია სულ მაკვირვებს შემადგენლობით, ვინ არაიან საერთოდ ნახევარზე მეტი
რრრ
10 სექტემბერი 2023 10:51
0
ამან ძლივს სპორტულები არ გაიხადაა :)))) მაკედონიის წყევლა დასდევს იტალიას აშკარად .
ATP 16
10 სექტემბერი 2023 01:08
0
ვიძახი ამის ჩემპიონობა ნაპოლისთან ერთად ყარაულის თოფის ამბავი იყო, როგორც რანიერი და ლესტერითქო, ამის ნამწვრთნელი რა
Juve
10 სექტემბერი 2023 01:06
10
დავიწყოთ იმით რომ ნაკრები საერთოდ სხვა სპეციფიკაა მწვრთნელისათვის.
რადგან მაკედონის ვერ მოუგო არაა კარგი მწვრთნელი?
აბა ეხლა საჯარიმო დარტყმას შეხედე,დონარუმამ კედელი დააყენა და კედელს უკან დაუდგა, ნანახი არ მქონდა გოლი და პირდაპირ გავიფიქრე რომ თავის კუთხეში გაუშვებდათქო გოლს. ეგეთ ჯარიმას მეკარე არ უნდა უშვებდეს,არც მაღალ კუთხეში იყო დარტყმული და არც დაბალში,მეკარისათვის იდეალურ სიმაღლეზე იყო დარტყმული,უბრალოდ იმდენად იყო მარჯვნივ გადაწეული ფიზიკურად ვეღარ მოასწრო და გაიჭიმა მაგხელაზე
საქართველო
10 სექტემბერი 2023 08:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული