This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
შეხვედრის მთავარი არბიტრი ლუკა საკი ქალ ასისტენტ ფრანჩესკა დი მონტეს არ მიესალმა. ასისტენტმა მთავარ მსაჯს ხელი გაუწოდა მისასალმებლად, მაგრამ საკიმ დააიგნორა მისი ჟესტი და "ლეჩეს" ფეხბურთელს ხელი ჩამოართვა.
იტალიის არბიტრთა ასოციაციამ საკის საქციელი სექსისტურად არ მიიჩნია, მაგრამ მაინც დასაჯა და ერთი ტურის გამოტოვება მოუწევს.
"სექსიზმის წინადადებები სრულიად გამორიცხულია. ეს უბრალოდ უნებლიე და არასწორად ინტერპრეტირებული ჟესტი იყო.
გასაკვირია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სექსიზმზე ასოციაციაში, რომელმაც ყველა გენდერული ბარიერის განადგურება ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.
თუ ვინმეს გაინტერესებთ, აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.