"ნაპოლიმ" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.
ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება და მას ხელფასს მნიშვნელოვნად გაუზრდიან - ადრე გავრცელებული ინფორმაციით 10 მილიონ ევრომდე. აქამდე ვიქტორის სეზონური გასამრჯელო 4.5 მილიონი იყო.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 110 მილიონია.