"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

AutoSharing Option
აშკარაა, "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლისთან" მოგებულ მატჩში (2:0) თავისი გუნდი ვიზავიზე, ვალტერ მაცარიზე უკეთ მოამზადა და პირადი დუელი მოუგო. პროვოკაციების დიდოსტატმა პორტუგალიელმა შეგირდები სათანადოდ დამოძღვრა, რამაც შედეგი გამოიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, რომ არა პოლიტანო პანღურის გამო გაძევება, შეხვედრა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ზალევსკიმ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს "ნაპოლის" არამდგრად ნერვულ ატმოსფეროს.

ilmattino აღნიშნავს, რომ რომაელი მცველების უპირველესი სანადირო ობიექტი კვარაცხელია იყო, რადგან შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი გახდეს, ამიტომ მოურინიომ მეურვეებად კრისტენსენი და კრისტანტე
მიუჩინა და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზღვევაზე ლორენტე ან მანჩინი ეხმარებოდნენ, რომლებმაც ნამდვილ გალიაში გამოამწყვდიეს:

Sportall.Ge


"შედეგი: ბევრი უხეშობა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. მსაჯმა კოლომბომ ნეაპოლელები არ დაიცვა, რამეთუ მიუხედავად ყვითელი ბარათების დაუყოვნებლივ ჩვენებისა, "კვარასთან" ხისტად თამაშისათვის წითელი ბარათის გამოყენებაც მართებდა. ქართველი გალიაში აღმოჩნდა გამომწყვდეული, რათა მუდმივად შიშის ქვეშ დაზაფრული ყოფილიყო. კოლომბომ კი მასთან მცველების სასტიკი მოქმედება არ აღკვეთა. თავის მხრივ მოურინიო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადების ოსტატია, გონიერია და გუნდი მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. არბიტრი ცდილობდა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაეშვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდები მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ პოლიტანო, ხოლო შემდეგ ოსიმენი გააძევა".

ჟურნალისტ კარლო ალვინოს აზრით, კოლომბომ სიმხდალე გამოიჩინა, ვინაიდან არ ეყო გამბედაობა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის წითელი ბარათით დაესაჯა, პოლიტანოს გაძევება სასაცილოა და მოურინიომ მიზანს მიაღწია.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მხრის ტრავმა ნატანმა მიიღო, ლობოტკას კი ნეკნები აქვს დაზიანებული. დღეს მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა 29 დეკემბერს "მონცასთან" თამაშს, რომელსაც დისკალიფიცირებული პოლიტანო და ოსიმენი გამოტოვებენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამის დედა ვატირე,იტალიელმა დაინახა და შეაფასა,რაას უშვრებოდნენ რომაელები კვარას და მთელ ნაპოლის,ამდენი ქართველი კი,ისევ ხვიჩას სვამს ვირზე.ესეც ფეხბურთის ცოდნა ხომ არ არის?!უბრალოდ ადასტურებენ,რომ ეს ბიჭი,ფეხებზე ჰკიდიათ და რომც მოკლან,არ დაენანებათ.
სოსო
24 დეკემბერი 2023 22:49
3
მერედა, ვინ მოგახსენათ, რომ ეგეთ ,,ქართველებს" სიმართლე და ობიექტურობა აინტერესებთ?
ძველი გამოთქმაა - ყოველ ხუთ ქართველში, ერთი მოღალატეაო. სწორედ მაგ სტატისტიკიდან არიან ეგ უსამშობლოებიც.
გოგია
24 დეკემბერი 2023 23:52
2
სოსო-ს,აბა კაცო, მეც დაახლოებით ესეთი შინაარსის კომენტარი მინდოდა დამეწერა. უამრავმა ხალხმა დაწერა რომ ხვიჩა ვითომ სიმულიანტობდა, ეს მაფიქრებინებს იმას რომ ამ ხალხს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ. ხალხი რომელიც ერთი კვირა იმას არკვევდა და კამათობდა ნაპოლის მწვრთნელი მაძარი იყო თუ მაცარი იმათ რა უნდა მოსთხოვო? ანდა ჰოლანდი არის თუ ჰოლანდი, ჰალანი ასევე ლავრენტისია თუ ლაურენტესი. კიდევ ერთი მარაზმი სჭირთ, ვინ როგორ გამოიყურება და რა აცვია. მოკლედ გრამატიკის და ლინგვისტიკის პროფესორები, სნობები და უბრალოდ მახათის მომხმარებლები სჭარბობენ, ვიდრე ფეხბურთის მოყვარულები
დავით 67
24 დეკემბერი 2023 23:47
2
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ კვარა კიდევ კარგად გაუძელი მაგ პროვოკატორს, შენს ადგილზე არც ერთი ფეხბურთელი არ მოუთმენდა.
ბექა
24 დეკემბერი 2023 23:59
5
შარშან მახსოვს მოურინიოს კითხეს კვარას შეჩერებას როგორ აპირებთო?? "ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ფეხი მოტეხონო.სწორედ ეგ დავალება მისცა თავის ფეხბურთელებს,საშინლად პროვოკატორი და მანიპულატორია, ვერ ვიტან მოურინიოს!!!
სოსო
24 დეკემბერი 2023 23:54
3
იტალიას ფეხბურთის ფედერაცია არ ჰყავს? მექრთამე მსაჯები ხელუხლებელი არიან?
გიორგი
25 დეკემბერი 2023 01:47
4
როგორც ამ ფოტოზეა მაურინიო, ისე უყურეს ზოგიერთმა ქართველებმა რომა ნაპოლის დაპირისპირებას,ვინც გაიძახის ხვიჩა ტყუილად გორაობსო
დავით 67
25 დეკემბერი 2023 10:03
28
ზოგადად ხვიჩას ძალიან უხეშად ექცევიან!!...აქ კი მსაჯიც დადედლებული შეხვდა...
კობა
24 დეკემბერი 2023 23:57
2
მატჩი დინამიკაში საშინელი სანახავი იყო და ჯერ კიდევ პირველუ ტაიმის მიმდინარეობისას გახდა "არაყურებადი".
20-30 წამში ერთხელ ჩერდებოდა თამაში და მეორე ტამიში საერთოდ ნერვების თამაშად გადაიქცა.
მსგავს სიტუაციაში უკეთესი იქნებოდა მსაჯს პირველივე ტაიმში გამოეყენებინა წითელი ბარათი, თუნდაც გადამეტებულად გამოჩენილიყო. ბოლობოლო თამაშის მსაჯია და არა მოსამართლე. ასე უფრო ყურებადი გახდებოდა მატჩი. 2 ეპიზოდში კვარაზე და 1 ეპიზოდში რუიზე არასპორტულად იუხეშეს (მაგრამ ასე მხოლოდ კალათბურთში სჯიან).
გიგი
25 დეკემბერი 2023 01:49
1
მსაჯმა დავუშვათ ვერ დაინახა, მარა ვარი არიან მათხოვრები და ნა...ბი, რატომ არ უთხრეს მსაჯს კვირას წაქცეულზე რომ განგებ დააბიჯეს წვივზე? ხვდებით რამხელა ტკივი მიაყენეს და რამხელა დაზიანებას გადაურჩა? ვარმა ამ თამაშში ჩაი..ვა, პირდაპირ საწითლე იყო და საერთოდ არც კი უთხრეს მსაჯს! უხ მაგათი....! რაა!
ქორ-პარიკმახერი
25 დეკემბერი 2023 12:11
3
ვისაც მარადონას თამაშები ნანახი გაქვთ დამეთანხმებით თუ რას უშვებოდნენ, ესეთი ჩეხვა არავის მიმართ არ მინახია მე პირადად. მაგალითად პელეს დროს ასე არ იყო. სულ მიკვირდა რამხელა ტკივილებს უძლებდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ გააგიჟეს, როდესაც ბილბაოს ეთამაშებოდნენ, მანდ მერე ჩხუბი გუნდი გუნდზე წავიდა, ასევე იყო ნაპოლიში. ამიტომაც ვთვლი მე მას ფეხბურთის ღმერთად და ამიტომაც მგონია რომ მისნაირი უდიდესი ფეხბურთელი აღარც დაიბადება. ხვიჩას ესე ეთემაშებიან უღირსი მცველები, ღირსეულად ჩემს სეხნია კალაბრიას გამოვარჩევდი, რომელიც მჩეხავი არაა. კი რა თქმა უნდა ჯარიმებს ღებულობს მაგრამ ბანძი მჩეხავი არ არის, მიუხედავად იმისა რომ რომასაც საკმაოდ ბევრი ჰყავს ყასაბი ფეხბურთელები, ყველაზე ჭუჭყიან ყასაბად გატი მიმაჩნია იუვეს დამცველი
დავით 67
25 დეკემბერი 2023 10:00
2
კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პელეს დროს უხეშობა არ იყო. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩათვლილია ყველაზე უხეშ ჩემპიონატად. მაშინ პელემ პირველი თამაშში გოლი გაიტანა. მეორე თამაშში, ჩეხოსლოვაკიასთან, მიიღო ტრამვა და ჩემპიონატს გამოეთიშა. 1966 წლის ჩემპიონატი ტელევიზორში მაქვს ნანახი. ჯერ ბულგარელებმა, მერე უნგრელებმა და პორტუგალიელებმა პელეს ფეხები დაამტვრიეს. მაშინ მოედანზე მოთამაშის შეცვლა არ შეიძლებოდა და პელეც იძულებული იყო დიდი ტკივილების მიუხედავად, მაინც მოედანზე დარჩენილიყო.
ა.
25 დეკემბერი 2023 13:06
1
ა-ს! მე არ მითქვამს პელეს დროს არ იყო თქო ჩეხვა.ასე ამ დონეზე არ იყო თქო. როგორც დღეს. პარადოქსი კიდევ ისაა რომ მაშინ ვარი არ იყო და ეხლა ხომ მარტივად შეიძლება უღირსის გამოვლენა და გაძევება. მარტო პენალტზე და გოლზე რომ ცქვიტავენ ყურებს და თვალებს)
დავით 67
25 დეკემბერი 2023 17:08
0
ყველა გამოხმაურება
აქაურო მოღალატე ქართველებო! შეეშვით ხვიჩას დამუნათებას, რადგანაც ფეხბურთის გაგებაში და გარტყმაში არ ხართ!
ლაშა
24 დეკემბერი 2023 23:47
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული