"ნაფრონტალი" "ნაპოლი" მძიმე ვითარებაში იმყოფება

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" "რომასთან" ნამდვილი ომი გადაიტანა და იმაზე უარესი შედეგით დაბრუნდა სახლში, ვიდრე უბრალოდ სამი ქულის დაკარგვა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითებაა.

გაძევებული პოლიტანო და ოსიმენი გუნდს 29 დეკემბერს, სერია A-ს მე-18 ტურის საშინაო მატჩში, "მონცასთან" ვერ დაეხმარებიან, ისევე, როგორც ტრავმირებული ლობოტკა და ოსიმენი. ბედად, კვარაცხელია, რომელზეც ნადირობდნენ, არ დაშავდა. ელმასი "ლაიფციგთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო ზელინსკი ნაახალწლევს "ინტერში" გადადის. ერთი სიტყვით, მეტად რთული სიტუაციაა და გასაკვირი ისაა, რომ რომაული გუნდის უხეშობას იტალიური მედია, ფაქტობრივად, ამართლებს.

Sportall.Ge

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" წერს: "ძნელია
მოგებაზე ფიქრი, როდესაც მთელი მატჩის მანძილზე თუნდაც ერთ რეალურ მომენტს ვერ ქმნი. "ნაპოლის" ბევრი ფეხბურთელი ძალიან ცუდად გაისარჯა: დი ლორენცო, ლობოტკა, ასევე, კვარაცხელია, რომლის ცნობა ძნელი იყო, ფეხში რამდენიმე დარტყმა მიიღო და თავი მხოლოდ თეატრალური ჩივილით დაგვამახსოვრა". გამოცემამ ქართველის თამაში 4.5 ქულით შეაფასა და საერთოდ არ აღნიშნა დედაქალაქელთა სისასტიკე.

მწვრთნელმა მაცარიმ შობას გუნდი დაასვენა და ცნობილი გახდა, რომ ლობოტკა და ნათანი მომავალ შეხვედრას გამოტოვებენ. სლოვაკს ნეკნი აქვს გატეხილი და უკეთეს შემთხვევაში, 7 იანვარს "ტორინოსთან" მატჩისთვის თუ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელს კი მხარი აქვს ამოვარდნილი და დაახლოებით 15 დღე მოუწევს უქმობა. მან დღესასწაულებზე ნეაპოლში მთელი ოჯახი (მშობლები, და-ძმა და საცოლე) ჩაიყვანა და საკმაოდ კარგ ხასიათზეა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
უნდა დარჩენილიყო ბათუმში და სეზონზე გაიტანდა 70 გოლს, თან ხალხიც მივიდოდა სტადიონზე
zviadi
26 დეკემბერი 2023 17:52
6
გასაგებია კვარას უსუსურ თამაშს,რომ ამართლებთ და გინდათ ეს ვითომდა რომაელი მცველების უხეშ თამაშს დააბრალოთ,არადა კვარა ყურადღების ცენტრში მხოლოდ მას შემდეგ მოექცა რაც მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგის ხელი სახეში, შემთხვევით მოხვდა,ისიც როცა მეტოქის სწრაფი შეტევის ჩაშლას ცდილობდა და არა პირიქით,მანამდე ის სრულად ჩაკარგული იყო და ერთი ორი უკან პასის გარდა არაფერი გაუკეთებია. მერე იყო ის მომენტი,როდესაც ფეხში მოხვდა... და დეიწყო სოფლის თეატრის უნიჭო მსახიობივით, კოტრია მინდორზე ფეხმოჭრილი ტანჯულივით... ისე!! რომაელების უხეშობაზე რომ წერთ-ოქმს ჩახედეთ-ორი ნეაპოლელი გააძევეს უხეშობისთვის და არა სხვა არა-სათამაშო მიზეზით და ხუთი გააყვითლეს.მოურინიოს კი იმისთვის ლანძღავთ, რომ მიუთითა-ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ყოველ შეხებაზე მინდორზე მოჩვენებითი კოტრიალი და განწირული კივილი-არ მოსულა, დარწმუნებული ვარ მისი ეს საქციელი-ყველა ეპიზოტში ხელებიშ შლა და მსაჯებთან კამათი ჩვეთანაც ბევრს არ მოსწონს-არ არის ლამაზი და გამაღიზიანებელია ყველასთვის. ფეხბში, გასული სეზონის დასაწყისშიც ხვდებოდა,მაგრამ ტიპი დაფრინავდა და ვერ აჩერებდნენ, ხოლო ახლა როდესაც ინერტულია, შენელებული კადრივითაა და სწრაფ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს ფაქტია- ან უკან პასი, ანაც ფეხებში ხვდება. ამ თამაშში იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი, რომელსაც არ იმჩნევს არც ეს პატივსაცემი საიტი და რა თქმა უნდა არც ე.წ.კვარადონას ფანები-პირველი გოლი,რომელმაც ფაქტიურად გადაწყვიტა მატჩის ბედი- კვარას ბურთის დაკარგვას მოჰყვა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ფლანგზე, რის შემდეგ მას საერთოდ არ უცდია ვიზავის შეჩერება და ყურებჩამოყრილი უყურებდა როგორ გაიტანეს გოლი საკუთარ კარში-სწორედ ამ მომენტზეა გამახვილებული ყურადღება იმავე გაზეტას და ევროსპორტ.იტ-იას გვერდებზე და არა იმაზე თუ როგორ ნადირობდნენ მასზე, შეფასებებიც შესაბამისი აქვს-4,5-თითქმის ყველაზე დაბალი ორივე გუნდში.
leqso
26 დეკემბერი 2023 12:28
18
კვარაზე უხეშობაზე არ უსტვენენ მსაჯები, რადგან არ ევასებათ ნაპოლი. გამოსავალი ერთია- მადლობა ნაპოლის, მაგრამ მოშორდეს კვარა მაგ გუნდს. გრანდებისკენ არიან მსაჯები. გადავიდეს გრანდში და ფეხები დაისვენებს. კვარაც უფრო ნაკლები შიშით ითამაშებს
ვანჩოპე
26 დეკემბერი 2023 11:09
2
მსაჯი საეჭვოდ ბოდიში გამაძღარი ან კურდღელი,სხვას ვერაფერს იფიქრებს კაცი,პოლიტანოს კარგი ვთქვათ დაიმსახურა წითელი,მაგრამ როცა შეტევაში იყო ერთი ერთზე რჩებოდა მეკარესთან იმან ვინც ხელით გააჩერა ყვითელი არ ეკუთვნოდა???
სვანსკი
26 დეკემბერი 2023 10:44
1
ნაპოლის რაც სჭირს,ათასჯერ გვაქვს გარჩეული,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ღარიბი სამხრეთი,რომში და კიდევ უფრო მეტად,ჩრდილოეთ იტალიაში,გულზე არ ეხატებათ.ეს დაძაბულობა ყოველთვის საგრძნობი იყო და განსაკუთრებით 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლინდა,როცა იტალიასთან მატჩში,მთელი ნეაპოლის სტადიონი,მარადონას არგენტინას გულშემატკივრობდა.მსაჯები,შარშანაც თვალს ხუჭავდნენ,ჩრდილოური გუნდების გადამეტებულ უხეშობაზე,ზღაპრულად მოთამაშე ნეაპოლელთა წინააღმდეგ და ახლაც ასეა.მსაჯები რომ ასე მოიქცევიან,მედიაზე რაღა უნდა ვთქვათ და გაგვიკვირდეს?ნაპოლის მფლობელი,თაღლითია და იმსახურებს,ანტიპათიას,მაგრამ მისგან დაჩაგრული ფეხბურთელები,მსაჯებისგანაც იჩაგრებიან და მედიისგანაც.ვერც ნეაპოლური მედია გამოირჩევა,დიდი კვალიფიკაციით(ყოველ შემთხვევაში,ასე ჩანს,აქ გადმობეჭდილი სტატიებიდან) და საკმაოდ რეაქციულია.ასე რომ ნაპოლის ფეხბურთელებს,უნდა ვუთანაგრძნოთ
სოსო
26 დეკემბერი 2023 10:29
2
გიორგი,თუ ან გოლი არ გავიდა,პენალტის,ან წითელი ბარათის განხილვა არ ხდება,ვარი უფლებამოსილი არ არის,მსაჯს რაიმე უკარნახოს.ყოველ შემთხვევაში,მე ასე ვიცი.ის ვერც ჯარიმას უკარნახებს,ვერც გაფრთხილებას.ამ თამაშში კი,არც გოლი ყოფილა განსახილველად,არც პენალტი და არც პირდაპირ საწითლე.გასაფრთხილებელი მომენტები იყო,რომელიც მეორე და შესაბამისად წითელი ბარათი იქნებოდა,მაგრამ ამის განხილვა,არ ხდება.მოურინიო,სწორედ ასეთი ნიუანსებით სარგებლობს ხოლმე.
სოსო
26 დეკემბერი 2023 18:58
0
მსაჯი ვერავის ვერ დაჩაგრავს ყველა მისი გადაწყვეტილება კონტროლდება მკაცრად მნიშვლენოვან მომენტებს ვარზე ამოწმებენ გაძევება გოლი და ეხლა აუტი თუ გამოეპარა თუ გაგრძელებას გოლი არ მოყვება არავინ გადამოწმეს.
გიორგი
26 დეკემბერი 2023 12:21
6
Საზიზღრობაა ეს იტალიური მედია.
Ჯერ ცაში აიყვანენ ფეხბურთელს, შემდეგ უცებ ძირს დაანარცხებენ.
Პრვოკატორ მაურინიოს ფეხბურთი საძაგლობაა,ყველაფერი ფეხბურთის გარდა.
Ყასბები არიან. Მსაჯებიც თვალს ხუჭავენ უხეშობაზე.
Თედო
26 დეკემბერი 2023 09:42
3
სამი ქულის დაკარგვა არ ერᲩივნაᲗ? ყველმ კარგად იცოდა რა Ჩეხვაც ატყდებოდა, პირვე 10 წუᲗᲨი გაირკვა. ნეაპოლელები მხვდნენ, რომ მოედნიდან ვერცერᲗი ვერ გავიდოდა მᲗელი და ასეც მოხდა, კვარას რაც მოხვდა ყველა აქილევსᲨი იყო დამიზნებული, "ასეᲗი ბინᲫური კაცია მოურინიო", მსაჯს უნდა ევაᲟკაცა დაპირველ ტაიმᲨი გაეᲨვა გასახდელᲨი ერᲗი რომაელი. ცუდია, როდესაც მსაჯი ამის უფლებას აᲫლევს ფეხბურᲗელებს, ერᲗი მატᲩი ხომ არ არის? წინ მᲗელი სეზონია და ამ დროს გუნდი დარᲩა ᲫირიᲗადების გარეᲨე, ბოლი წუᲗებზე ლუკაკუმ ისეᲗი იდაყვი უᲗავაზა ნაᲗანს, მეგონა მიწაᲨი ᲗავიᲗ Ჩასობილი დარᲩებოდა და რა? Შენც არ მომიკვდე, ვიᲗომაც არაფერიო, გაატარა Ძვირფსმა, აწი დასჯიან და "ნაპოლი რომა" დაპირსპირებას აᲦარ ამსაჯებენ.
ბ. მ
26 დეკემბერი 2023 08:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული