ეს საზონოვისთვის კარგი იქნება - ბონჯორნოს "მილანი" ეპატიჟება

AutoSharing Option
"მილანი" "ტორინოს" 24 წლის ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბონჯორნოს შეძენას ცდილობს, - იტყობინება Sky Sport-ი.

"მილანმა" ადრე ბონჯორნოს გადაბირება ვერ შეძლო, ახლა კი ტურინულ კლუბს ახალი წინადადებით მიმართავს.

"ტორინო" თავის აღზრდილ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს, "მილანი" კი უფრო ნაკლებ თანხას და ტრანსფერში 21 წლის თავდამსხმელის, ლორენცო კოლომბოს ჩართვას შესთავაზებს.

ბონჯორნომ ამ სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მისი სხვა გუნდში გადასვლა "ტორინოში" საბა საზონოვის მდგომარეობას გააუმჯობესებს, რომელსაც შეცვლებზე უწევს შესვლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გელაშვილმა სპეციას მთავარ შემადგენლობაში ითამაშა,მისმა გუნდმა კომოსთან 4-0 წააგო!
ბექა
15 იანვარი 2024 21:18
5
გელაშვილისგან უფრო მეტს ველოდი
ბექა-ს
15 იანვარი 2024 23:49
2
და მერე ეგ გიხარია?! ბექა შენ ხარ სტალინის მოძულე ნაც სექტის წევრი და ბაბუცა პატარაიას, ლაშა ბუღაძის მეხოტბე შე ნაც ზონდერო!!!
კონსერვატორი
15 იანვარი 2024 23:43
6
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული