ფინალის დღე! ხვიჩა VS ლაუტარო - ვინ აღმართავს იტალიის სუპერთასს?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" და თასის მფლობელი "ინტერი" ერთმანეთს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან - დღეს, 22 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, "ალ-ავალ პარკზე", ჩვენი დროით 23:00 სააათზე. მილანელების მიზანი ზედიზედ მესამე Supeecoppa-ს მოგება და საერთო რაოდენობით (9) "იუვენტუსთან" გათანაბრებაა, ნეაპოლელებს კი ამ ტიტულის დაუფლება მესამედ შეუძლიათ.

Sportall.Ge

3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა; "ფიორენტინასთან" ჯერ სიმეონემ გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ძერბინიმ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლი" ფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი იდეალურ ფორმასა და ხასიათზე არაა და Supercoppa Italiana-ზე წარმატება "ლაციოსთან" ჩემპიონატის მატჩის წინ,
რომელსაც ქართველი ლეგიონერი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, მშვენიერ განწყობაზე მოიყვანს.

"ინტერის" თავკაცი სიმონე ინძაგი სათასო სპეციალისტად მიიჩნევა და მაცარის ბიჭებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. ლაუტარო მარტინესს ზედიზედ მეოთხე სეზონია, მინიმუმ 20 გოლი გააქვს, მსგავსი მიღწევით კი სალაჰი, მბაპე და კეინი თუ დაიკვეხნიან. გამორჩეულები არიან ჩალჰანოღლუ და ტურამიც.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია "ფიორეს" შემდეგ "ინტერსაც" მეოთხედ დაუპირისპირდება. შედეგიანი მოქმედება არც მათთან აქვს, ისე კი, ერთი მოგება და ორი მარცხი უფიქსირდება.

შეხევდრას რაპუანო განსჯის. ნეაპოლელებს მწარედ ახსოვთ, რომ გასულ სეზონში ის "მილანთან" საკუთარ მოედანზე მათი განადგურებისას (0:4) მსაჯობდა, ისე კი, ანტონიოსთან ბევრი წარმატებული მატჩიც აკავშირებთ.

altlmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება "ინტერთან" მატჩში სათადარიგო იყოს

altკვარაცხელიასთვის ეს ახლა ძალიან რთულია... - "ინტერთან" გამორჩეულ ხვიჩას ველით!

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხვიჩამ როგორ უნდა აღმართოს ? მთელი იტალიური პრესა გაიძახის რომ კვარა დაღლილია და არ ითამაშებსო ! ისე სიმართლესთან ახლოსა იმიტომ რომ ძერბინმა ორი გოლი გაიტანა და შეიძლება მართლა ეგ დააყენონ ძირითადში კვარას მაგივრად
zura222
21 იანვარი 2024 18:54
6
საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ ტუტანხამონს და ყველა არაბს ქართული ანუ იბერიული გენები აქვთ. კარგი იქნებოდა ამ კარტის გათამაშება მაყურებელს ხვიჩასთვის და ნაპოლისთვის, რომ ებალეშიკათ. ამისთვის კარგი იყო ხვიჩასთან ინტერვიუ სადაც ის მიესალმებოდა არაბ ზემლიაკებს. არც დღესაა გვიან, ხვალ საღამომდე დიდი დროა. ისე ეს ჩასვლისთანავე უნდა გაკეთებულიყო.
ჟორა გაბრიჭიძე
21 იანვარი 2024 15:14
22
ისე დავასრულე შენი კომენტარის კითხვა, კომბლეს დაწერილი მეგონა.
კოლა
21 იანვარი 2024 19:31
2
საღოლ, ჩაგეთვალა. ერთ პატარა გაკვეთილსაც თუ ჩაუტარებდა მოლეკულურ ფიზიკაში ხო საერთოდ ხელში აყვანილებს გაიყვანდნენ სტადიონიდან
ჟორა გაბრიჭიძე - ს
21 იანვარი 2024 18:29
2
ყველა გამოხმაურება
ვის აინტერესებს ეს უაზრო ტურნირი, არც არავის
უინტერესო
21 იანვარი 2024 14:49
15
სამწუხაროდ, ინტერი–ნაპოლი 4:0.
ძველი გულშემატკივარი
21 იანვარი 2024 14:25
20
სამწუხაროდ,ლაუტაროს დიდი პროგრესი აქვს, ხვიჩას კიდე დიდი რეგრესი,ამიტომ ლაუტაროსთან მისი შედარება უადგილოა.
თემო
21 იანვარი 2024 14:05
5
ღმერთო არ ამიხდინო ხვალ ჩემი ფიქრით ინტერის მოგება.
მალხაზ ჯობავა
21 იანვარი 2024 13:13
8
რატომღაც მგონია ნაპოლი გაიმარჯვებს: 2-0ს ან 2-1ს.
ნინი
21 იანვარი 2024 12:31
20
ვინც ხვიჩას გულშემატკივრები ვართ, რატომაც არ უნდა გვინდოდეს, დუბლიც და მოგებაც! ცუდია? ეს შენაირ /ბუეჰეჰებს/ ეწყინებათ, მოგებაც და დუბლიც. ნინი.
ბუეჰეჰეს
21 იანვარი 2024 16:28
2
ნინი შენ რო დაგეწერა ინტერი მოიგებსო, იცი რამდენს მოწონებას მიიღებდი ბოღმებისგან? ასე როგორ უნდა გძულდეთ ხვიჩა რო მისი მოგება გწყინდეთ?
ნინის
21 იანვარი 2024 16:11
4
ყველა გამოხმაურება
თუ ნაპოლიმ გაიმარჯვ და პლუს და პლუს სმას ოთხეულში მოხვდა, ხვიჩასთვის სეზონი მეტნაკლებად წარმატებული იქნება. წინ ხომ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც წინასწარ არავინ არაფერი იცის თუ რა მოხდება, რადგან ბურთი მრგვალია…
ლაშა
21 იანვარი 2024 12:13
5
ხვიჩა მინდა რაზეა საუბარი მარა სურვილიცაა და რეალობაც, დღეის რეალობით ინტერი ყველა რგოლში ჯობია!
beqa
21 იანვარი 2024 11:53
1
სამწუხაროდ ინტერი ბევრად უკეთეს ფორმაშია თუ რაიმე სასწაული არ მოხდა
ნიკა
21 იანვარი 2024 11:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული