FourFourTwo-მ იტალიის ყველა დროის 10 საუკეთესო მცველი დაასახელა

AutoSharing Option
პოპულარულმა გამოცემა FourFourTwo-მ იტალიის ყველა დროის 10 საუკეთესო მცველი დაასახელა. სიას სათავეში "მილანის" ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი უდგას, შემდეგ კი ფაბიო კანავარო და გაეტანო სკირეა მოდიან.

ათეული ასე გამოიყურება:

1) პაოლო მალდინი
2) ფაბიო კანავარო
3) გაეტანო შირეა
4) ფრანკო ბარეზი
5) ალესანდრო ნესტა
6) კლაუდიო ჯენტილე
7) ანტონიო კაბრინი
8) ჯუზეპე ბერგომი
9) ალესანდრო კოსტაკურტა
10) რობერტო როსატო
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ფეხბურთელებიდან,როსატოს თამაში თითქმის არ ვიცი.იმ პერიოდის იტალიის ნაკრების მხოლოდ ორი მატჩი მახსოვს საკმაოდ მკრთალად:ბრაზილიასთან 1-4 და გერმანიასთან 4-3.ისიც არ მახსოვს,როსატო იყო თუ არა იმ მატჩებში.დანარჩენებში კი,ფაკეტის ვარჩევდი ჯენტილეს,თუნდაც მათი სათამაშო სტილის გამო.ჯენტილე ყასაბი იყო,ფაკეტი კი,ჯენტლმენი.კიდევ კარგი,მატერაციც არ შეიყვანეს და სულმთლად მოიჭრეს,თავი.მგონი დამეთანხმებით,.რომ მალდინის,ნესტას,კანავაროს თამაშის ყურება,საუკეთესო თავდამსხმელების თამაშზე,არანაკლებად სასიამოვნო საყურებელი იყო.
სოსო
11 აპრილი 2024 19:37
0
კლაუდიო ჯენტილე - იტალიელი ნოვიკოვი! ფეხი ნაჯახებით. დღეს რომ მასე ითამაშო (თუ ინტერში არ ხარ, რა თქმა უნდა), პირველ ტაიმშივე გააძევებდნენ ყველა მატჩში. პირველი ხუთეული და ფაკეტი. მე ისინი მიმაჩნია იტალიის საუკეთესო მცველებათ. ყველას მივცემდი 1-6 ადგილს, თანასწორად.
alexandre
11 აპრილი 2024 15:17
1
გეთანხმები, მაგრამ ბერგომის ფაკეტი ვერ ჯობდა. ამ სიაშიც მეტისმეტად შორსაა ბერგომი.
ქომაგი
11 აპრილი 2024 17:37
1
კაბრინიც მაგარი ცელი იყო,1982 წელს მარადონა ფაქტიურად ცემეს კაბრინიმ და ჯენტილემ)) აი შირეა კი სხვა დონე იყო,არ დასცალდა,თორემ კიდევ ბევრს იტყოდა მსოფლიო ფეხბურთში, დახვეწილი დამცველი და ლიდერის თვისებების მქონე იყო
ნესტა
11 აპრილი 2024 16:11
1
ნესტა იყო მცველის ეტალონი,ტრავმებმა შეიშალა ხელი,მაგრამ მაინც შეუდარებელი იყო.ათეულში იგივე კოსტაკურტას და როსატოს ადგილას ფაკეტი და ფერარა უნდა იყვნენ,ჩემი აზრით.ბერგომიც არ ბრწყინავდა მაინცდამაინც,თუმცა 1990 წლის მუნდიალზე აძურას კაპიტანი იყო და ავტორიტეტი ჰქონდა ინტერშიც და ნაკრებშიც.ბერგომიზე მეტად ათეულში კიელინის უფრო ეკუთვნის ადგილი, ჩემი მოკრძალებული აზრით.
ნესტა
11 აპრილი 2024 14:58
1
ამათ ეტყობა ჯაჩინტო ფაკეტის თამაში არ უნახავთ.ათეულში როგორ არ უნდა იყოს?
დავით 67
11 აპრილი 2024 14:24
1
გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია, მაგრამ ჩემი აზრით ნესტა იყო უძლიერესი, მერე ალბათ ბარეზი და მალდინი, მესამე სკირეა რომ წერია მემგონი შირეაა სწორი არა?
Givi
11 აპრილი 2024 11:39
6

სიახლეები პოპულარული