ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერი, ამჟამად კი სპორტული მიმომხილველი ენრიკო ფედელე "ნაპოლის" წარუმატებლობით იმედგაცრუებულია და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელების ფინანსურად წახალისებისკენ მოუწოდებს.
"სკუდეტოს მოპოვების შემდეგ წელს ჩაგდებულმა სეზონმა მთელი სიხარული წაგვართვა. მათ იმედები გაგვიცრუეს, დე ლაურენტისმა და განსაკუთრებით, მოთამაშეებმა. ეს უკვე სამწუხარო რეალობა გახდა. მიმაჩნია, რომ თუ ასე გაგრძელდა, გუნდს ნათელი მომავალი არ აქვს.
პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, იცით, რას ვიზამდი? ფეხბურთელებს შევხვდებოდი, სერია A-ს დარჩენილ ხუთ მატჩში თავდაუზოგავად ბრძოლას მოვთხოვდი და ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, შემოსავლის 50%-ის მიცემას დავპირდებოდი. გუნდი ხელახლაა
ასაშენებელი და მე ახალგაზრდა სპორტულ დირექტორს, ჯუზეპე მანას სრულ ნდობას გამოვუცხადებდი. ის უნდა გახდეს მთავარი რეჟისორი და თავად შეარჩიოს მწვრთნელი", - წამოაყენა იდეა რადიო Mars-ის ეთერში ფედელემ, რომელმაც, გვეეჭვება, დე ლაურენტისი მოხიბლოს, მეტადრე, ფინანსურ საკითხში.