"დაჰპირდი ფეხბურთელებს შემოსავლის 50%-ს" - ფედელემ დე ლაურენტისს მოუწოდა

AutoSharing Option
ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერი, ამჟამად კი სპორტული მიმომხილველი ენრიკო ფედელე "ნაპოლის" წარუმატებლობით იმედგაცრუებულია და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელების ფინანსურად წახალისებისკენ მოუწოდებს.

"სკუდეტოს მოპოვების შემდეგ წელს ჩაგდებულმა სეზონმა მთელი სიხარული წაგვართვა. მათ იმედები გაგვიცრუეს, დე ლაურენტისმა და განსაკუთრებით, მოთამაშეებმა. ეს უკვე სამწუხარო რეალობა გახდა. მიმაჩნია, რომ თუ ასე გაგრძელდა, გუნდს ნათელი მომავალი არ აქვს.

პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, იცით, რას ვიზამდი? ფეხბურთელებს შევხვდებოდი, სერია A-ს დარჩენილ ხუთ მატჩში თავდაუზოგავად ბრძოლას მოვთხოვდი და ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში, შემოსავლის 50%-ის მიცემას დავპირდებოდი. გუნდი ხელახლაა
ასაშენებელი და მე ახალგაზრდა სპორტულ დირექტორს, ჯუზეპე მანას სრულ ნდობას გამოვუცხადებდი. ის უნდა გახდეს მთავარი რეჟისორი და თავად შეარჩიოს მწვრთნელი", - წამოაყენა იდეა რადიო Mars-ის ეთერში ფედელემ, რომელმაც, გვეეჭვება, დე ლაურენტისი მოხიბლოს, მეტადრე, ფინანსურ საკითხში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წაახალისოს კი არა, რაც გადაუხადა, მადლობა უთხრან, თუ უკან არ მიატანინა...
დდდ
20:21 22-04-2024
4
ძუნწებს ესე ემართება და მეტის ღირსია. სულ მილიარდები რომ მისცეს ნორმალური და შეგნებული ადამიანი მაგ სომეხ ვირიშვითან საქმეს არ დაიჭერს
dato
22:25 22-04-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული