დიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა პირველად მოიგო - "შარშან ქართველმა, წელს სომეხმა"...

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა დაიბრუნა, მილანურ დერბიში "მილანს" აჯობა და ტიტული, რომელიც გასულ წელს "ნაპოლის" ეკუთვნოდა, გაიფორმა. ეს მატჩი ორი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო: 36 წლის ფრანჩესკო აჩერბიმ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა, 35 წლის ჰენრიკ მხითარიანმა კი ტოპლიგა პირველად მოიგო.

მხითარიანს გამორჩეული სეზონი აქვს. "მილანთან" მან კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ ზუსტად), პასების 85% ზუსტი ჰქონდა, ორჯერ კი მასზე დაჯარიმდნენ. ჰენრიკი კარგი იყო "დორტმუნდშიც", "მანჩესტერშიც", "არსენალშიც" და "რომაშიც", მაგრამ ტიტულამდე სულ ერთი ნაბიჯი აკლდებოდა. მხითარიანის ისტორია ყველამ იცის,
მას მამა ადრე გარდაეცვალა და ბევრი პრობლემა გადაიტანა...

Sportall.Ge

მხითარიანი 2021 წელს მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა კაპაროსმა, ნაკრებში აღარ მიიწვია და ამან ყოფილი კაპიტანი ძალიან გააბრაზა. ახლა სომხებს უკრაინელი პეტრაკოვი წვრთნის.

სომეხი გულშემატკივრები გახარებულები არიან და აფიქსირებენ, რომ ძალიან ცუდია, ჰენრიკი ნაკრებში რომ აღარაა. საინტერესოა ერთ-ერთი გამოხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს სკუდეტო ქართველმა (ხვიჩა კვარაცხელია) მოიპოვა, წელს კი ამის პატივი სომეხ ფეხბურთელს ხვდა წილად...

მხიათარიანმა სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონობას, კარიერის ბოლოს, მართლაც მშვენიერი ჯილდო შემატა.

alt"ინტერმა" "მილანს" სძლია და მეოცედ მოიპოვა სკუდეტო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
Ეხ ბევრს არ გესიამოვნებათ მაგრამ ფაფხურას მხითარიანამდე ბევრი უკლია და ვერასოდეს იდამაშებს მხითარას დონეს
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
19:01 23-04-2024
68
მომავალ წელს აზერბაიჯანელის რიგია)))
მამუკა
15:24 23-04-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული