"იუვენტუსი" რონალდოსთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსი" კრიშტიანო რონალდოსთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული 9,8 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ტურინელებს კორონავირუსის პანდემიის დროს დაკლებულ 19.9 მილიონ ევროს ედავებოდა. ეს არის თანხა, რომლის დროებით დაკლებასაც რონალდუ პანდემიის პერიოდში დათანხმდა. მოგვიანებით კი, "ალ-ნასრის" შემტევმა იუვენტუსისგან აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა.

სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ნათქვამია, რომ "ვეკია სინიორამ" სუპერვარსკვლავს 9,8 მილიონი უნდა გადაუხადოს, თუმცა დავა ჯერ კიდევ გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული