ოსიმენი ლამის დეპრესიაშია: "გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ, ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან"

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს კიდევ ერთხელ დაურეკა და თავის გუნდში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ "ჩელსი" მისი ისევ იჯარით გაშვებას არ აპირებს და ტრანსფერში 38 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა "ნაპოლის" შეიძლება ბელგიელის სამსახური სულაც არ დასჭირდეს.

საქმე ისაა, რომ ვიქტორ ოსიმენის 130 მილიონად გამოსყიდვას არავინ არ აპირებს. Areanapoli-ს ცნობით, ნიგერიელი შვებულებაში ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფი გავიდა:

"ვიქტორის სიტუაცია დღითი დღე სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება, რამეთუ წინადადებით არავის მიუმართავს. როგორც ჩანს, პსჟ-ს ის მეტად აღარ აინტერესებს, ვინაიდან
მათთვის პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიაა. სამშობლოში ხშირად გამგზავრებისას უკან თითქმის ყოველთვის გარკვეული ფიზიკური პრობლემებით ბრუნდებოდა და ყოველ სეზონში მიღებული ტრავმები შედეგებზე აისახა.

ახლახან განაწყენებულმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "აღიარებისთვის არასოდეს არ ვიბრძოდი. ამას თავის გადასარჩენად და წარმატებისათვის ვაკეთებდი. საუკეთესო, რაც შემიძლია გირჩიოთ - დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი გზა და მუდამ აკეთეთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა. გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ. ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან. ასე რომ, იარეთ საკუთარი გზით და ილოცეთ, რათა არ მოხვდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ვიღაცაზე იქნებით დამოკიდებული. ხალხი ისევ და ისევ დაგაღალატებთ, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგოთ".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძაან ღადაობაა, ლაურამ რომ ვერ შეტენოს ოსიმენი ვინმეს 130 ად, გააფრენს 10 ლიმონი ენება სახდელი ტიპისთვის, მარა თუ არ გაიყიდა მაგ ფასად, დარწმუნებული ვარ გაცილებით დაბალ ფასად გაყიდის, მაგალითად 80 მილიონად… რომელმა რომელს შეუსრულა ჯერ უცნობია… მაგრამ ერთი შეხედვით ოსი წინაა… 10 მილიონი კარგი ხელფასია, ძალიან კარგი
ბობანი
08 ივნისი 2024 00:35
1
ოსიმენი და აურელიო თუ შეეჯიბრებიან ერთმანეთს ეშმაკობაში, ვინ დარჩება მოტყუებული? ისეთი პუნქტი ჩაუწერა ახალ კონტრაქტში, რომ ოსიმენს უარის თქმის უფლება არ ექნება, თუ ვინმე გადაიხდის 130 მილიონს. იცოდა ეს ჯუღელმა და ამიტომ თქვა, რომ საუდის არაბეთში წავიდოდა ოსიმენი.
რეალობა
07 ივნისი 2024 13:17
3
არა მგონია ,,იმ მეგობრებში,,კვარა შედიოდეს...ალბათ სხვებს გულისხმობს კვარას მასთან არ შეშლია არასოდეს...
სიმართლე
07 ივნისი 2024 13:08
4
კვარას არა რათქმაუნდა...მაგრამ ზოჰადად მართალი თქვა.21 საუკენეა..ოჯახი ოჯახს არ გავს..მეგობარი მეგობარს...ზოგადსაკაცობრიო თემას შეეხო .და საღოლ ამდენს რომ აზროვნებს ესეიგი ფულს არ გაუფუჭებია..ვაფასებ კვარას მეგობარი რომ არის..
კაიეზა
07 ივნისი 2024 16:41
3
აი კვარას აგენტს კი...თან მაგრად შეეშალა
სიმართლე-ს
07 ივნისი 2024 16:20
8
ეს მეგობრობაზე ამბობს...არ შერცხვა და თავისი თავი დაასახელა,ნაეპოლი და ნიგერია კიარა დედამიწა შეარცხვინა...( ისე კვარას სულ ამხნევებდა და ვისაც კვარაზე რამე ამაგი აქ საფეხბურთოს ვგულისხმობ ცუდისთვის არ მემეტება)
მირო
07 ივნისი 2024 12:17
1
ამას რა ეგონა მშიერი რო დარბოდა მაშინ და ახლა 10 მილიონით ხალხი ერთნაერად მიიღებს?
Levani
07 ივნისი 2024 11:38
6
ტიპმა თავის თავს მიცა ხმა გამოკითხვაში და კიდე სხვის უნამუსობაზე ლაპარაკობს. მაგეთ რაღაცას ყველა დიდი გუნდი აქცევს ყურადღებას და ეგეთი ბოღმა და სიტუაციის ამრევი ტიპი არავის ჭირდება
გიო
07 ივნისი 2024 11:29
6
და სიტუაცია როდის აურია ?
ALONZO
07 ივნისი 2024 12:43
4
ლაურენტისი ყველაფრის ღირსია, შენ კიდევ რა მოგივიდა კარგი ხელფასი კარგი ცხოვრება მეტი რა გინდა რას წუწუნებ ეს არის ფეხბურთის ბიზნესი იყიდე იაფად გაყიდე ძვირად,არავის არ აინტერესებს კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი შენიდ უზარმაზარ მაყუთს შოულობენ რას იზამ ესეა გული არ გაიტეხო დაიკიდე ჯიგო და მოგეშვება გულზე წარმატებას გისურვებ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
კაკო
07 ივნისი 2024 10:51
4
ოსის ნეტავ რა ადარდებს? სულ ფეხებზე არ ჰკიდია იყიდიან თუ არა მაგ კოსმიურ ფასში? მაგი ლავრენტიმ იდარდოს. ოსის მშვენიერი კონტრაქტი აქვს მაღალი ხელფასით.
ჩვენ ხვიჩას აქვს მაგარი კონტრაქტი, 2007-ამდე შეუძლიათ არც გაყიდონ და არც კაპიკი მოუმატონ. მართალია ხვიჩასაც შეუძლია როგორც უხდიან ეგრე ითამაშოს.
ნიკი
07 ივნისი 2024 03:44
8
“კუკურა”- აბსოლუტურად გეთანხმები, მასე ყველაფერზე თუ ავარდა მოთამაშე… მართლა არავინ აღიქვამს სერიოზულად, გროშია ფასი მოთამაშის , რომელიც ნებისმიერ კომენტარზე ( (თუნდაც პროვაკაციურზე) “გაბრაზდება” და თამაშზე უარს იტყვის .
კობა
07 ივნისი 2024 17:24
1
არ ითამაშებს და 120 000 კი აღარ გადაიხდიან
კუკურა
07 ივნისი 2024 13:36
5
ყველა გამოხმაურება
ჯუღელს ბოდიში მოუხადე, და ის გინახავს კარგ მყიდველს საუდის არაბეთში.
რეალობა
07 ივნისი 2024 03:36
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული