29 წლის ფორვარდის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილს "იუვენტუსი", "მილანი", "ნაპოლი" და "რომა" გამოთქვამენ.
თავად გამოცდილ შემტევს გული ტურინისკენ მიუწევს და "ვეკია სინიორას" ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება.
ბერარდის ბედი დიდწილად ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც "ნაპოლის" უკავშირებენ.
ფეხბურთელს "ნეროვერდისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ი დომენიკოს 10 მილიონ ევროდ აფასებს.