მოტას "იუვენტუსში" ყოფილი შეგირდის წაყვანა სურს

AutoSharing Option
ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსს" "ბოლონიას" 22 წლის მცველის, რიკარდო კალაფიორის დამატება სურს.

მოგეხსენებათ, ტურინულ გუნდში "ბოლონიას" ყოფილი დამრიგებელი ტიაგო მოტა დაინიშნა და გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ახალ გუნდში უხმობს.

კალაფიორი ახლა იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული