გადაწყდა - მძიმე მარცხის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ

AutoSharing Option
ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალიდან გამოვარდნის მიუხედავად, სპალეტის იტალიის ნაკრებიდან არ დაითხოვენ.

"ნაპოლის" ყოფილი თავკაცი "სკუადრა აძურას" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და შემდეგ უკვე თუ იტალიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე უხელმძღვანელებს.

სპალეტი "სკუადრა აძურას" კიდევ უფრო გაახალგაზრდავების პირობას დებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთიან 0:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოჩნდა რომ ნაპოლის ჩემპიონობა რაღაც ფეხბურთელების მაგარმა მაგ წელს ფორმის პიკმა განაპირობა, არავითარი სპალეტის კარგმა მწვრთნელობამ, ამ იტალიას შეეტყო რომ ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი ყავდა, ჯერ ვინები წაიყვანა ერთი მაგალითს მოვიყვან, ლოკატელი დატოვა და ფაჯიოლი წაიყვანა მთელი წელი არ უთამაშია, სპინაცოლა დატოვა და დარმიანი ათამაშა მარცხნიდან ბოლო ორ თამაში შესატევი იყო და ტიპი უკან აძლევდა მცველებს პასს, მერე კიეზა მარცხნიდან გლიჯავს ყველაფერს და მაინც მარჯვნიდან ათამაშა მთელი თამაშები. უნდა გაეშვათ ყველავარიანტში.
kesha
16:09 02-07-2024
0
ერთადერთი გუნდი იყო ევროზე, რომელსაც მეგონა მწვრთნელი არ ყავდა. მანამდე კიდევ ასატანი შეცდომები ქონდა, შვეიცარიასთან ალბათ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. კრისტანტე, ელ შაარავი, ფაჯოლის ჯერ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში, მერე ამ სამის ძირითადში დაყენება საერთოდ ასტრალში გასვლა იყო. გამორიცხულია, სპალეტიმ იტალია მსოფლიოზე გაიყვანოს
ლუკა
12:50 01-07-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული