"ნაპოლის" 24 წლის დანიელმა ნახევარმცველმა იესპერ ლინდსტრიომმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს, - იტყობინება Sky Sport-ი.
კლუბები ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ და "ევერტონს" უნდა, ფეხბურთელი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადაიყვანოს - სწორედ ისე, როგორც ერთი წლის წინ "ნაპოლიმ" "აინტრახტისგან".
"ნაპოლიმ" ლინდსტრიომი 5 მილიონად ინათხოვრა და 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გამოისყიდა. ლივერპულურ კლუბს იესპერთან კონტრაქტის პირობები აქვს შესათანხმებელი.