ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, 33 წლის დავიდ დე ხეა "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა, - იტყობინება ფლორენციული კლუბი.
დე ხეას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და 12 აგვისტოს პრეზენტაციას მოუწყობენ.
მან ბოლოს "მანჩესტერში" 2023 წლის ივნისში ითამაშა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.