"გვითხრა, რომ წასვლა უნდა" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ოსიმენის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ საჯაროდ დაადასტურა, რომ გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენის სასწრაფოდ ნავთსაყუდელის შეცვლა სურს.

"ვიქტორმა კლუბისგან ნებართვა ითხოვა, რომ გუნდი გამოიცვალოს. მან შეგვატყობინა, რომ წასვლა სურს. სიტუაცია ნათელია, მისი წასვლის შესაძლებლობა უკვე გასულ ზაფხულს იყო, მაგრამ შემდეგ ნიგერიელი დარჩა. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი მომდევნო 20 დღეში", - ციტირებს მანას ფაბრიციო რომანო.

ოსიმენის კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2026 წლამდეა გათვლილი, თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება კი 100 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელი "პარტენოპეის" შემადგენლობაში 32-ჯერ გამოვიდა მოედანზე, სადაც 17 გოლი
გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული