განრისხებულმა ოსიმენმა "ნაპოლის" დირექტორებს წერილი მისწერა - ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

AutoSharing Option
L'Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და "ნაპოლიში" დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა "პარტენოპეის" დირექტორებს წერილი მისწერა.

ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ "პარტენოპეიში" არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.

თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე "ნაპოლის" 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს. 

altდე ლაურენტისის ტრაგიკომედია - აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა

და 138+ მილიონი იზარალა
მკითხველის კომენტარები / 27 /
ოსიმენმა ბეილივით უნდა გაუკეთოს იმ ბებერ ძუნწს და ინფარქტი დამართოს.
გია
13:48 01-09-2024
1
მუდრიკი თუ 100 მილიონი ღირს ოსიმენი მინიმუმ 150 აღარ ღირს?
ნიკო
11:02 01-09-2024
3

სიახლეები პოპულარული