"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

AutoSharing Option
Viva el Futbol-ის ეთერში ანტონიო კასანომ "ნაპოლიში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ისაუბრა.

"დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის და წლების შემდეგ ფულის დახარჯვა გადაწყვიტა. რაც შეეხება ოსიმენის ტრანსფერს, არაბები იდიოტები არ არიან.

მან ნიგერიელი ჯერ 130 მილიონი დააფასა, შემდეგ კი 5 მილიონით მეტი მოითხოვა, რაზეც არაბებმა ის სასქესო ორგანოზე გაუშვეს.

ახლა ის იჯარით წავიდა, მაგრამ მომავალ წელს იგივე პრობლემა იქნება. ლაურენტისს ჰგონია, რომ "ნაპოლი" მისია, არადა, ის ხალხის გუნდია.

მას ოსიმენი სკუდეტოს მოგების მერე უნდა გაეყიდა. ლაურენტისმა
სპალეტის აშენებული გუნდი დაანგრია და ახლა კონტესთან ფრთხილად უნდა იყოს. მას უნდა ახსოვდეს, როგორ წამოვიდა კონტე "იუვენტუსიდან" და "ინტერიდან", - თქვა კასანომ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"ლაურენტისს ჰგონია, რომ "ნაპოლი" მისია, არადა, ის ხალხის გუნდია" - ფიფიას სრ წააკითხოთ, თორე ეგ მორიდებული კაცია და წავა გუნდიდან
3
მაგარი ხარ ანტონიო,მარა მაინც ურევ ცოტას. რას ნიშნავს "ხალხის გუნდია"? ვინმეს შეგიძლიათ ახსნათ,რას ნიშნავს ეს? ხალხის გუნდია ბავარია,აქციონერები არიან და მონაწიელეობენ გადაწყვეტილებებში,ხოლო რამდენადაც ვიცი,ნაპოლიში მსგავსი სტრუქტურა არ არის. ის არის სუტინიორის საკუთრება და თვითონ წვყვეტს ყველაფერს.იგივე ითქმის დინამოზე და ფიფიაზე,ის კერძო საკუთრებაა და ბევრჯერ დაიწერა ამაზე,არ არის იმ დინამოს სამართალ მემკვირდე,ამაზე დავა მიდის კიდევ. გუნდი კი არა,იმასაც ამბობენ რო ქვეყანა არის ხალხის,მარა არის? ილუზიებში ცხოვრებას მოეშვით და რეალობას დაუბრუნდით. თუ დინამოს არ ექნება წარმატება,ეს ჩემი პრობლემა არ არის,რადგან ამ კლუბზე არანაირი უფლებები არ გამაჩნია. ზოგადად,შეიძლება არ მომწონდეს,თუმცა ეს პირადი შეხედულება არის და არა უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში(სხვაგანაც ასეა),სადაც ადამიანს თავისი თავიც კი არ ეკუთვნის ბოლომდე და ამათ გუნდის ფლობა მოინდომეს. მიწა რო გაქვთ,თქვენი გგონიათ? სიტუაციას გააჩნია,თუ იქ მარიხუანას ნახავენ,თქვენი მიწა იქნება,ხოლო თუ ნავთობმა ამოხეთქა,ის უკვე სახელმწიფოსია ანუ ბიუროკრატის. სახელწმიფო და ქვეყანა ერთიდა იგივე არ არის,ეს მაინც რო ვიცოდეთ. აქედან გამომდინარე,ასემც უქნია ფიფიას სულ დაუხურავს კლუბი ან იმ სუტენიორს,რა თქვენი საქმეა. რაც თქვენი საქმეა იმას მიაწექით ანუ დაიბრუნეთ ქვეყანა და იქეცით მართლა მოქალქენად,გქონდეთ საკუთრება და ის იყოს დაცული. ყველას აზრია,რომ საბჭოთა რუსეთმა დაგვიპყრო 1921 წელს და ქონება ჩამოართვეს კერძო მესაკუთრებს,ეს მიჩნეულია დანაშაულად,თუმცა როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ,რამდენი დაგიბრუნდათ იმ წართმეულიდან? იმდენი რო სული არ გაგძვრეთ და კიდევ ფიფიას ენდურით,კაცმა ფული გადაიხადა და იყიდა გუნდი,რასაც უნდა იმას უზავს. თქვენ თქვენი საკუთრება დაიბრუნეთ და იქეცით მართლა მოქალაქეებად. რო დაგიღიათ პირი და შესციცინებთ ზოგი ქოცებს და ზოგი ნაცებს.
იასონას უდარი
20:56 03-09-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული