"რვაჯერ მოღალატე დამიძახა და პატიება არასდროს უთხოვია" - კარსდროპმა მოურინიოზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა მცველმა რიკ კარდსპორმა, რომელიც ამჟამად სამშობლოში ნიდერლანდებში ბურთაობს და პსვ-ს ფორმას ირგებს, NU.nl-თან საუბარში "რომაში" მის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

29 წლის უკანახაზელმა თქვა, რომ პორტუგალიელი მას "მოღალატეს" უწოდება და არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის მისთვის გადაბრალება სურდა, რამაც "განსაკუთრებულთან" ურთიერთობა შეუძლებელი გახადა. 

"ჟოზეს ჩემთვის ბოდიში არასდროს მოუხდია, ის ასეთი ადამიანია. შევნიშნე, რომ ის ჩემთან კავშირის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ მე მისგან თავი შორს დავიჭირე.

მან გასახდელში "მოღალატე" რვაჯერ დამიძახა, ამის ატანა შემიძლია, მაგრამ ჟოზე უფრო შორს წავიდა და ეს საჯაროდაც
გააკეთა (2022 წელს "სასუოლოსთან" გასვლაზე 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ).

ჩვენ ვმეგობრობდით, ახლოს ვიყავით, ამიტომ გაკვირვებული ვიყავი მისი ქმედებებით. ის ძალიან შორს წავიდა", - თქვა კარსდროპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული