შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ

AutoSharing Option
"მილანმა" გუნდის იმ ყოფილი ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც კლუბის დიდების დარბაზში შევლენ. როგორც "როსონერის" პრესსამსახური იტყობინება, ეს პატივი მარკო ვან ბასტენს, ფილიპო ინძაგისა და ანდრეი შევჩენკოს ერგოთ.

ისინი ფრანკო ბარეზის შეუერთდნენ, რომელიც "მილანის" დიდების დარბაზის პირველი წევრი გახლდათ. ვან ბასტენი, ინძაგი და ბარეზი "მილანი" "ჯენოას" დღევანდელი მატჩის წინ გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან, მათ სპეციალური თასი გადაეცემათ.

რაც შეეხება შევჩენკოს, უკრაინელი ცერემონიას პირადი მიზეზის გამო ვერ დაესწრება და პატივი მოგვიანებით მიენიჭება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მალდინი არაა შეყვანილი?
ტტტ
20:25 16-12-2024
0
კალაძე მხოლოდ "ავტოგოლაა?" იგივე"სვეტაფორა", იგივე "ბასლაინა", იგივე "მანეკენა", იგივე "საცობა" და ა.შ.
რა ხდება
19:34 16-12-2024
2

სიახლეები პოპულარული