ის "ნაპოლიში" ოსიმენს შეცვლის - მანამ თავდამსხმელი პრემიერლიგაში მოძებნა

AutoSharing Option
RAI-ს სატრანსფერო ექპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ზაფხულში შესაძენად თავდამსხმელი შეარჩია.

21-ე არხზე გამოსვლისას ვენერატომ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი ჯაკომო რასპადორის და ჯოვანი სიმეონეს გაასხვისებს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერიდან მიღებული 75 მილიონი ევროთი კი შემადგენლობას გააძლიერებს - კერძოდ დაცვასა და თავდასხმას.

ვენერატოს მტკიცებით, "ნაპოლი" "ასტონ ვილას" 21 წლის ფორვარდით ჯონ დურანით (სიმაღლე 185 სმ) დაინტერესდა, რომლის თამაში კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს და მწვრთნელს ანტონიო კონტეს ძალიან მოსწონთ და სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ უკვე დაიწყო კოლუმბიელის შესაძენად მუშაობა.

თავად დურანი
"ნაპოლიში" გადასვლაზე თანახმაა და ეს სიამოვნება დე ლაურენტისს 40 მილიონი დაუჯდება. დურანმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული