ის "ნაპოლიში" ოსიმენს შეცვლის - მანამ თავდამსხმელი პრემიერლიგაში მოძებნა

AutoSharing Option
RAI-ს სატრანსფერო ექპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ზაფხულში შესაძენად თავდამსხმელი შეარჩია.

21-ე არხზე გამოსვლისას ვენერატომ განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბი ჯაკომო რასპადორის და ჯოვანი სიმეონეს გაასხვისებს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერიდან მიღებული 75 მილიონი ევროთი კი შემადგენლობას გააძლიერებს - კერძოდ დაცვასა და თავდასხმას.

ვენერატოს მტკიცებით, "ნაპოლი" "ასტონ ვილას" 21 წლის ფორვარდით ჯონ დურანით (სიმაღლე 185 სმ) დაინტერესდა, რომლის თამაში კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს და მწვრთნელს ანტონიო კონტეს ძალიან მოსწონთ და სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ უკვე დაიწყო კოლუმბიელის შესაძენად მუშაობა.

თავად დურანი
"ნაპოლიში" გადასვლაზე თანახმაა და ეს სიამოვნება დე ლაურენტისს 40 მილიონი დაუჯდება. დურანმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1) ოსიმენს ვერ შეცვლიან, ვარსკვლავები და ტალანტები ხეზე და ასტონ ვილებში არ იზრდებიან;
2) ლუკაკუს ჩამოწერენ ნელ-ნელა, მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს 0; მიხვდნენ რომ გადაყრილი ფული იყო;
3) სიმეონე და რასპადორი ჯერ კიდევ წინა წელს იყვნენ გასაშვები ხალხი;
4) ხვიჩა წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ვაჰ!
serxio
11:14 23-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული