"იცით, რა დაარქვა კონტემ თავის შვილს?! მან ეს სწორედ ამიტომ გააკეთა..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი "პარტენოპეის" მწვრთნელზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან შვოხმა Televomero-ზე გადაცემა Il Bello del Calcio-ს ეთერში "პარტენიპეის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეზე ისაუბრა.

მან ხუმრობით იმის შესახებაც თქვა, რატომ შეურჩია კონტემ თავის შვილს სახელი Vittoria.

"კონტე არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან ბევრს გასცემს და მოთამაშეებისგანაც ძალიან ბევრს მოელის. ის გუნდში ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიმცემია.

ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა მოედანზე 24 საათი დარჩეს, მას სძულს მარცხი. მან თავის გოგონას Vittoria (გამარჯვება) დაარქვა, რადგან წაგებაზე ალერგია აქვს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ადამიანია", - თქვა შვოხმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხედავ შენ რატომ დაურქმევია?) მე კიდევ მეგონა ვიტორია გიმარაეშის საპატივცემულად დაარქვა თქო))
გიუშა
20:27 25-12-2024
2
სეკრეტ სანტა ვიღა შაშაა? და პობედა არა მგონია ცუდი საჩუქარი იყოს, მით უფრო თუ ახალი იქნება, ფასში ნებისმიერ თანამედროვე მოდელს გაუწევს კონკურენცისს და ისევე თუ მოიხმარ, როგორც თანამედროვე ინამარკებს ელოლიავება ჯამაათი, ორჯერ მეტ ხანსაც გაძლებს! გაიგეთ ბიძიაბაბუებო? ჩამოით აგერ ჩოხატაურში და გაჩვენებთ მე პაბედას, რომლიდანაც ჩამოსვლა აღარ მოგინდებათ! შეიძლება, ჯიბეზეც გაიკრათ ხელი, მისი შეძენა ისე მოგინდეთ! ნაღდს გეუბნებით ბაბუა, არ ვმასხრობ!
Guriec
17:59 25-12-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული