"იცით, რა დაარქვა კონტემ თავის შვილს?! მან ეს სწორედ ამიტომ გააკეთა..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი "პარტენოპეის" მწვრთნელზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან შვოხმა Televomero-ზე გადაცემა Il Bello del Calcio-ს ეთერში "პარტენიპეის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეზე ისაუბრა.

მან ხუმრობით იმის შესახებაც თქვა, რატომ შეურჩია კონტემ თავის შვილს სახელი Vittoria.

"კონტე არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან ბევრს გასცემს და მოთამაშეებისგანაც ძალიან ბევრს მოელის. ის გუნდში ფეხბურთელებისთვის მაგალითის მიმცემია.

ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა მოედანზე 24 საათი დარჩეს, მას სძულს მარცხი. მან თავის გოგონას Vittoria (გამარჯვება) დაარქვა, რადგან წაგებაზე ალერგია აქვს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ადამიანია", - თქვა შვოხმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სათაური რომ წავიკითხე, მეგონა ხვიჩა დაარქვა
გიორგი
13:11 25-12-2024
1
ისე დაწერთ ხოლმე დამაინტრიგებელ სათაურს გეგონება რაღაც მაგარი საიდუმლოს ფლობთ და გინდათ წავიკითხოთ ამის გამო. ნუ ნერვიულობთ მაინც ვკითხულობთ. აქ უკვე აღნიშნა ერთმა ადამიანმა რომ სახელი ხვიჩა ეგონა,მე რომელუ ვიფიქრე)
დავით 67
14:48 25-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული