დაღესტნიდან ნეაპოლში კვარაცხელიას შესაცვლელად?

AutoSharing Option
"ნაპოლი" პსჟ-ში გადასული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას სასწრაფოდ აპირებს, პრიორიტეტული კანდიდატი "მანჩესტერის" 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

Sport24-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი მახაჩკალის "დინამოს" 21 წლის შემტევი აბაკარ გაჯიევია, რომლის თამაშის სანახავად ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლები დაღესტანში იმყოფებოდნენ და ფეხბურთელს გაესაუბრენ.

გაჯიევმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "დინამოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 600 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კვარას შეცვლა შეუძლებელია,მის ფლანგზე კი უკვე ნერესი დგას და სისულელეებს ნუ წერთ,შეიძლება მართლა იყოს დაინტერესებული „ნაპოლი“ ამ ფეხბურთელით მაგრამ,კვარას შემცვლელად მისი განხილვა უბრსლოდ სასაცილოა.....
0
სადაც უზბეკი ხასანოვი მთლად მან სიტიჩი გადავიდა ლანსიდან რომელმაც უზბეკი მთლად ბელარუსის ლიგაში შეამჩნია ამ დაღესტანელით რომ ნაპოლი დაინტერესდეს რა გასაკვირია.
Rt-2
00:14 22-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული