ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბ "ალ აჰლის" საკუთრება და ამჟამად "ფენერბაჰჩეში" იჯარით მოთამაშე ალან სენტ-მაქსიმინი კარიერას დიდი ალბათობით "ნაპოლიში" განაგრძობს და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის.
"პარტენოპეი" 27 წლის ფრანგის სეზონის ბოლომდე განათხოვრებით აყვანაზე საუდის არაბეთის კლუბს უკვე მოელაპარაკა, ახლა კი მაქსიმინი სტამბოლელებმა უნდა გაათავისუფლონ და ვადაზე ადრე კონტრაქტი გაუწყვიტონ.
ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "სენტ ეტიენში", "ჰანოვერში", "ბასტიაში", "მონაკოსა" და "ნიცაში" უთამაშია. გულშემატკივართათვის კი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი "ნიუკასლში" იყო, რის შემდეგაც 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 27 მილიონ ევროდ "ალ აჰლიში" გადავიდა.
სენტ-მაქსიმინმა
მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევამდე "ნაპოლი" ალეხანდრო გარნაჩოსა და კარემ ადეიემის დამატებას ცდილობდა, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოუვიდა და მოულოდნელად საქმეში ახალი კადრი და თანაც, იჯარა გამოჩნდა.