FIFA-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება: გადათამაშება 1 წლის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - 2016 წლის ნოემბერში ჩატარებული შეხვედრა ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში გადათამაშდება.

საუბარი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონის მატჩზე გვაქვს, რომელშიც ერთმანეთს სამხრეთი აფრიკა და სენეგალი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ ერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს, რომელიც არბიტრის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

მოგვიანებით, შეხვედრის მთავარი მსაჯი ჟოზეფ ლამპტი სამხრეთ აფრიკის სასარგებლო გადაწყვეტილების განზრახ მიღებაში დაადანაშაულეს და 2017 წლის მარტში მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. განელმა არბიტრმა ბევრი ასაჩივრა, მაგრამ ცოტა
ხნის წინ სპორტულმა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დადასტურდა რა, რომ მატჩი გარიგებული იყო, FIFA-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მისი გადათამაშება ბრძანა. შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ მატჩი სამხრეთ აფრიკამ ვერ მოიგო, სატურნირო ცხრილში სიტუაცია სერიოზულად შეიცვლება. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ბურკინა ფასოსა და კაპე ვერდეს 6-6 ქულა აქვთ, სენეგალს - 5, ხოლო სამხრეთ აფრიკას - 4. 3 ქულის ჩამოკლების შემდეგ სამხრეთაფრიკელებს 1 ქულა დარჩებათ. გადათამაშებაში ნულოვანი ფრის დაფიქსირების შემთხვევაში, სენეგალი მე-2 ადგილზე გადავა, ნებისმიერი სხვა საყაიმო შედეგის შემთხვევაში კი, გალიდერდება. სენეგალელები, ბუნებრივია, პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ მოგების შემთხვევაშიც. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ პირველადგილოსანი გუნდი გადის.

1. ბურკინა ფასო 4 1 3 0 5:3 6
2. კაპე ვერდე 4 2 0 2 4:6 6
3. სენეგალი 3 1 2 0 4:2 5
4. სამხრეთ აფრიკა 3 0 1 2 3:5 1

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ მეც გავიფიქრე,მარა იმხელა გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა ამ თამაშს (მსაჯს სამუდამოთ აუკრძალეს მსაჯობა),რომ უფრო სხვა რამეშია საქმე...
ზაზა
20:20 08-09-2017
0
ისე,აქ არც კი ჩანს კარგათ, მცველმა შეიძლება ხელიც უბიძგა წინასწარ.რაც ჩანს,არ იყო ჯარიმა.მარა მანდამდე რა იყი,იმას არ აჩვენებენ...
ზაზა
11:52 08-09-2017
0

სიახლეები პოპულარული