ხორვატიის ნაკრებში ფინეთთან საშინაო ფრის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთის კავშირმა ოფიციალურად გამოცხადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ანტე ჩაჩიჩის წასვლის შესახებ. გუნდს ამიერიდან ზლატკო დალიჩი გაწვრთნის.

გადაწყვეტილება ფინეთთან საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღეს. ქულების დაკარგვამ ხორვატთა ეროვნული გუნდის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა ეჭვქვეშ დააყენა.

ახალი თავკაცის ხელმძღვნელობით ხორვატიის ნაკრები 9 ოქტომბერს კიევში, უკრაინის ეროვნულ გუნდს გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, ხორვატები I ჯგუფში 17 ქულით მეორე ადგილზე არიან და 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ისლანდიას. ასევე 17 ქულა უკრაინას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავის თავზე აიღო ის შედეგები რაც ხორვატიამ აქამდე დააგროვა (17 ქულა მეორე ადგილი). აღიარა ისიც, რომ მან დააყენა ხორვატიის გასვლა არ გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ!!?? აი მწვრთნელი!!!!!!
მწვრთნელი
12:52 08-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული