აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, კოლუმბიელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა თავისთან მიიხმო თავდამსხმელი რადამელ ფალკაო და გააგებინა როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარალელურ შეხვედრებში, რის შემდეგაც ფალკაო მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან რენატო ტაპიასთან მივიდა და პირზეხელაფარებულმა შესთავაზა თამაშის მშვიდად ჩამთავრება, გერერომ კი თანაგუნდელებს უთხრა აღარ შეეტიათ.
შედეგად, მატჩი 1:1 დასრულდა, კოლუმბიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, ხოლო პერუ პლე-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.