პერუსა და კოლუმბიის ნაკრებები ფრეზე შეთანხმებულან

AutoSharing Option
Semana.com-ი ირწმუნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში პერუსა და კოლუმბიის ნაკრებებს ყაიმი აწყობდათ და შედეგზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, კოლუმბიელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა თავისთან მიიხმო თავდამსხმელი რადამელ ფალკაო და გააგებინა როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარალელურ შეხვედრებში, რის შემდეგაც ფალკაო მეტოქე გუნდის ნახევარმცველთან რენატო ტაპიასთან მივიდა და პირზეხელაფარებულმა შესთავაზა თამაშის მშვიდად ჩამთავრება, გერერომ კი თანაგუნდელებს უთხრა აღარ შეეტიათ.

შედეგად, მატჩი 1:1 დასრულდა, კოლუმბიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, ხოლო პერუ პლე-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
netav gaagdos zelandiam peru da mere mixvdeba rogor ar sheidzleba burtis uazrod goreba.
dato
12 ოქტომბერი 2017 10:25
2
აბსურდია. პარაგვაის წაფორთხიალება როგორღა გათვალეს? პარაგვაიმ შინ წააგო აუტსაიდერ ვენესუელასთან. ბურთი 84 წუთზე გაუშვა. ახლა პარაგვაის აქ 24 ქულა, რომ მოეგო ექნებოდა 27 და გადაასწრებდა პერუს. კი ბატონო იცოდნენ 84 წუთამდე რომ იქ ფრე იყო, მაგრამ მეორე მატჩში ზოველთვის შეიძლება გასულიყო გოლი, ამიტომ ამ რისკზე ვერ წავიდოდნენ. ახლა თუ ლაპარაკია მხოლოდ ბოლო წუთებზე რა გასაკვირია რომ აღარ გარისკეს.
პარაგვაის რომ მოეგო?
12 ოქტომბერი 2017 12:44
1
გეთანხმებით.ანუ,ჩვეულებრივი მომენტია ფეხბურთში.
ჭიდაობაშიც,კრივშიც და აშ... ასე არაა,როცა იგებ ქულებით,ბოლო წამებზე აღარ აქტიურობ და დრო გაგყავს...
ზაზა
12 ოქტომბერი 2017 14:03
0
ეს დაახლოებით იმას გავს, რო იციან-ბერიამ სტალინს ყურში ეს და ეს ჩასჩურჩულაო...
კახა ქირია
13 ოქტომბერი 2017 03:42
0
ეს დაახლოებით იმას გავს, რო იციან-ბერიამ სტალინს ყურში ეს და ეს ჩასჩურჩულაო...
კახა ქირია
13 ოქტომბერი 2017 03:42
0
ისე აქ რა მოსატანია, მაგრამ რავა ვერ მოიშორა ამ პერუმ ეს "უსაფრთხოების ღვედი". ეტყობათ სულ ეშინიათ რომ შემთხვევით მსოფლიო ჩემპიონატზე არ გავიდნენ.
................
12 ოქტომბერი 2017 15:45
0
ნეტავ, არც დასჭირდეს იქნება. ზეელანდია პერუზე უარესი გუნდი არაა. ამას მოწმობს ისლანდიის მაგალითიც. ეტყობათ რაგბის მაგალითზე სწორი მიმართულებით მუშაობენ. ზეელანდიელებმა სერიოზულად მოუმატეს ქალთაც და კაცთა ფეხბურთშიც თანაც ასაკობრივებშიც, ამასთანავე კალათბურთშიც ნელნელა სერიოზულ ძალად ყალიბდებიან.
................
12 ოქტომბერი 2017 15:41
0
სპორტი (მით უმეტეს,ფეხბურთი) უმაგისოდ არ (ვერ)იქნება და ვეეც აღმოფხვრი.რახანც ხდება,ალბათ კანონზომიერია.
ზაზა
12 ოქტომბერი 2017 10:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული