მ/ჩ 2018. საკვალიფიკაციო. პლეი ოფი. I მატჩის წინ: კრისტიან ერიქსენის იმედად

AutoSharing Option
კოპენჰაგენის "პარკენზე" დანიის ნაკრები ირლანდიას მასპინძლობს და სამი დღის შემდეგ მასვე დუბლინში ესტუმრება. დანიელები მთავარ იმედს კრისტიან ერიქსენზე ამყარებენ, "ტოტენჰემის" ნახევარმცველი გუნდის სული და გულია.

დანია-ირლანდია
რეიტინგი: 19-26
მონაწილეობა მუნდიალზე: 4-3

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა ირლანდიელების მხარესაა. კუნძულელებმა 5 მატჩი მოიგეს, ნახევარკუნძულელებმა კი - 3. ბურთების შეფარდებაც უკეთესი ირლანდიას აქვს - 20:16. კოპენჰაგენში სრული თანაფარდობაა - 2-2 მოგება, ფრე და მარცხი.

ფორმა
როგორც ყველა გუნდი, დანიაც შინ კარგად თამაშობს - ბოლო 8 ოფიციალური მატჩიდან დანიამ მხოლოდ
1 დათმო, 4 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა. ირლანდია კი სტუმრადაც ყოჩაღობს - ბოლო 6 შეხვედრაა, არ დამარცხებულა - 3 მოგება და 3 ფრე. დიდი ალბათობით, დანიელთა თავკაცი ლასე შიონეს ცენტრში თომას დელეინის არჩევს.

მარტინ ო'ნილს არ ეყოლება დევიდ მეილერი, "ჰალ სიტის" ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. ჯეფ ჰენდრიკის თამაში საეჭვოა. არ იქნებიან არც ჯეიმს მაკარტი, რიჩარდ კიო და შონ მაგუაიერი.

სავარაუდო შემადგენლობები
დანია (4-2-3-1): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი, კრისტენსენი, კნუდსენი - დელეინი, კვისტი - ი. პოულსენი, ერიკსენი, სისტო - ბენდტნერი

ირლანდია (4-5-1): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უორდი - ბრეიდი, ჰურიჰეინი, უელანი, არტერი, მაკლინი - მერფი

კომენტარები
ოგე ჰარეიდე (დანიის ნაკრების მწვრთნელი): "როცა ბურთი გვაქვს, პირველ რიგში, ვეძებთ ერიქსენს. ყოველთვის დარწმუნებული ხარ, რომ კრისტიანი რამე კრეატიულს მოიფიქრებს და ნაკრებს საგოლე შანსს შეუქმნის. ირლანდიის ნაკრებთან ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში სწორედ კრისტიანი უნდა იყოს ის ფეხბურთელი, ვინც გუნდს წარმატებას მოუტანს. მეტოქე ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს და მისი დარღვევისთვის მაღალი კლასის ფეხბურთელია საჭირო, ისეთის, როგორიც ერიქსენია".

მარტინ ო'ნილი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "გუნდში მცირე ტრავმებია და ვნახოთ, რა იქნება. ამ დღეებში შესაძლოა, ზოგიერთი გამოჯანმრთელდეს და თამაში შეძლოს. იმედია, ჯეფ ჰენდრიკსი მოასწრებს გამოჯანმრთელებას. დანიამ ძალიან მოუმატა, ხოლო ერიქსენი ნამდვილი ბრილიანტია. ყველაფერი მაინც დუბლინში გადაწყდება".

პროგნოზი
ირლანდიის უპირატესობა გუნდური თამაში და კარგი მწვრთნელია, დანიელთა უპირატესობას კი კრისტიან ერიქსენი ჰქვია. ვნახოთ, შესაძლოა, მისი კალიბრი სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს ამ დუელის მოსაგებად.

ფაქტები
იტალიის ნაკრებმა შვედეთი ევრო 2016-ზე ედერის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.
იტალიას სტოკჰოლმში 1912 წლის მერე არ მოუგია.
ირლანდიისა და დანიის დაპირისპირებაში ისტორიულად უპირატესობა კუნძულელების მხარეზეა.
დანიელთა მთავარი იარაღი კრისტიან ერიქსენი იქნება.

შაბათი, 11 ნოემბერი
დანია-ირლანდია 23:45

საპასუხო მატჩი - 14 ნოემბერს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული