გარი კასპაროვი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი უცხოელ პოლიტიკოსებს მუნდიალის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს.

"მე, როგორც წესი, სპორტული ღონისძიებების გვიან სტადიაზე ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჩემის აზრით, ეს განსაკუთრებით სპორტსმენებს ვნებს. თუმცა, მე მოსკოვის პოლიტიკური რეჟიმის და რუსეთის მიერ ჩადენილი მტრული ქმედებების წინააღმდეგ გამოვდივარ", - განუცხადა კასპაროვმა "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგს".

ერთ-ერთ მტრულ ქმედებად კასპაროვმა მარტში ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამლვა დაასახელა და აგრეთვე, გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმის გამო, რომ ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო
არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული