ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მუნდიალი უჩემოდ მუნდიალი არ იქნება

AutoSharing Option
ლოს-ანჯელეს "გალაქსის" 36 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტელეარხ АВС-ს პოპულარულ გადაცემაში - "ჯიმი კიმელის შოუში" მიიღო მონაწილეობა და ჩვეულად, ენად გაიკრიფა:

"უკვე რამდენიმე წელია, ლოს-ანჯელესს ვაკვირდები და ამ ქალაქისთვის საჩუქრის გაკეთება მომინდა. კარგა ხანი ვიფიქრე და ერთხელაც გადავწყვიტე: ჩემი თავი უნდა ვაჩუქო.

როდესაც გადმოვბარგდი, მეუბნებოდნენ, რომ არ იყო საჭირო ნერვიულობა და ქუჩაში მშვიდად შემეძლო მესეირნა. თუმცა, პირველივე დღიდან ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ნუ, ეს ჩემი ბრალია. როდესაც ისე თამაშობ, როგორც მე...

საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ვარ. ბავშვობაში რომელ სპორტშიც უნდა დამეწყო
ვარჯიში, იმავე წარმატებას მივაღწევდი. ფეხბურთი ავირჩიე და ცოტა მეცოდებიან ისინი, ვინც სპორტის სხვა სახეობებს უყურებენ, ვინაიდან მე იქ არა ვარ".

წამყვანმა ზლატანს ჰკითხა:

- მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აპირებ?

- დიახ, გავემგზავრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- ბუცებით თუ ტუფლებით?

- ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ხალხი თავს დამესხმება და ფრთხილად უნდა ვიყო. მუნდიალი უჩემოდ მუნდიალი არ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული