დადასტურდა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იასპარეზებს

AutoSharing Option
შვედეთის ფეხბურთის კავშირმა თავის საიტზე გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ ლოს ანჟელეს "გალაქსის" ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუნდიალზე მონაწილეობას არ მიიღებს.

ზლატანმა 2016 წლის ევროპირველობის შემდეგ დატოვა ეროვნული გუნდი და ამ ბოლო დროს არაერთხელ დაიწერა, თითქოს დაბრუნებას აპირებდა.

"მას სამშაბათს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ აზრი არ შეუცვლია", - განაცხადა ნაკრების მენეჯერმა ლარს რიხტმა.

ამას წინათ იბრაჰიმოვიჩმა ტელეარხ АВС-ს პოპულარულ გადაცემაში - "ჯიმი კიმელის შოუში" თქვა, რომ მუნდიალი მის გარეშე მუნდიალი არ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული